• რეკლამა
  • კონტაქტი
07:26, ორშაბათი, 3 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კახა კალაძე ხაზარაძე-ჯაფარიძის შეწყალებაზე: თუ მათ არ აქვთ შეწყალების სურვილი, ჩაიკეტონ და არ გამოვიდნენ, არავინ აძალებს

ალია ავტორი - ალია
15:16 09-05-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,969

„პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჰუმანური აქტია, შეიწყალა ორი დამნაშავე“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა, რითაც „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალებას გამოეხმაურა.

მანვე განმარტა, რა მოტივი ამოძრავებდა პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს აღნიშნული პოლიტიკოსების შეწყალებისას.

„მათ შეწყალებას არანაირ ლეგიტიმაციასთან არ აქვს კავშირი. ლეგიტიმაციას ქართველი ხალხი იძლევა, როგორც საპარლამენტო არჩევნების დროს. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ მხარი დაუჭირა მშვიდობას, არა აგენტურას, არა ბოროტებას და ომში ჩათრევას. შესაბამისად, იგივეა ახლა. თუ მათ არ აქვთ სურვილი შეწყალების, ჩაიკეტონ და არ გამოვიდნენ, არავინ აძალებს. პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება და გაათავისუფლა იმ პოლიტიკური პარტიების ლიდერები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას იღებენ. გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ პრეზიდენტის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ რომელი პოლიტიკური პარტია და პოლიტიკოსიც მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას, მისი მხრიდან მათ მიმართ კონკრეტული ნაბიჯები იქნებოდა გადადგმული.

უფრო მეტი პატივისცემა უნდა იყოს სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ. შეიძლება განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვქონდეს, მაგრამ რაღაც დონის ურთიერთპატივისცემა მნიშვნელოვანია. რატომ უნდა გიხაროდეს ვინმეს დაკავება, თუმცა, ტყუილად ხომ არ არიან დაკავებულები. როდესაც დანაშაულს ჩადიხარ, ამას შესაბამისი რეაგირება მოყვება. კანონის დაცვა ყველას მართებს, არ აქვს მნიშვნელობა, ვის რა თანამდებობა აქვს, ეს იქნება ჟურნალისტი, ბიზნეს სექტორის წარმომადგენელი და ა.შ. პოლიტიკაში ყოფნა ვერ იქნება ფარი დანაშაულის ჩადენისას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved