• რეკლამა
  • კონტაქტი
11:56, ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კახა კალაძე: განახლებული მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე კვლავ სიხარულით უღებს კარს ჩვენს პატარებს – შეუძლებელია აქ არ ახდეს მათი ოცნებები და ნატვრა

ალია ავტორი - ალია
14:10 09-22-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
148

თბილისის განვითარების ფონდმა, პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რეაბილიტაცია-რესტავრაცია დაასრულა. მოსწავლე-ახალგაზრდობის განახლებული სასახლე თბილისის მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძესთან ერთად გახსნა.

დედაქალაქის მერმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება ეროვნული სასახლის მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მომავალი თაობები უკვე განახლებულ შენობაში მიიღებენ ცოდნასა და განათლებას.

„ამ ულამაზეს შენობას, რომლის ისტორიაც მე-19 საუკუნიდან იწყება, ბევრი რამ ახსოვს. იგი ჩვენი ისტორიის არაერთ საინტერესო ფურცელს ინახავს. სასახლის არქიტექტურა ბევრჯერ შეიცვალა. ცნობილი ქართველი მებაღის, მიხეილ მამულაშვილის მიერ გაშენებულმა სასახლის ბაღმაც სახე იცვალა. შეიცვალა დედაქალაქიც სასახლის გარშემო, თუმცა უცვლელი დარჩა ის ემოცია, რაც უამრავ ადამიანს აკავშირებს ამ კედლებთან – სიხარულის, ბედნიერების შეგრძნება, მუსიკასთან, ფერთან, პოეზიასთან ზიარების განცდა, პირველი ნაბიჯები სცენაზე, მეცნიერებაში მიღწეული გამარჯვებები. განახლებული მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე კვლავ სიხარულით უღებს კარს ჩვენს პატარებს. შეუძლებელია აქ არ ახდეს მათი ოცნებები, მათი ნატვრა, რადგან ამ ულამაზეს და მართლაც ჯადოსნურ სამყაროს სასახლესა და ბავშვებზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები ემსახურებიან. მე, როგორც თბილისის მერი და ოთხი შვილის მამა, დღეს ვარ ბედნიერი ადამიანი, რომ მომეცა შესაძლებლობა, ჩემი წვლილი შემეტანა სასახლისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭებაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, სასახლე სრულად განახლდა – რეაბილიტირდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რესტავრაცია ჩაუტარდა ისტორიულ ავეჯს, აღდგა იატაკი და ჭერი.

„აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ამ ტექნიკური მონაცემების მიღმა უამრავი ადამიანის შრომა დგას, რომლებმაც სიყვარულით, ერთგულებით და პროფესიონალიზმით შეასრულეს საკუთარი საქმე. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს მოადგილეებს – ანდრია ბასილაიასა და ირაკლი ბენდელიანს, თბილისის განვითარების ფონდს, თითოეულ თანამშრომელს. მინდა, ასევე მადლობა გადავუხადო კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძეს, რომელიც იმჟამად სასახლის ხელმძღვანელი გახლდათ და ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს სამუსაოების წარმოებაში. მადლობა სასახლის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას. მინდა, მივმართო ჩვენს პატარა მეგობრებს, დღეს სასახლეში თქვენი ნაბიჯების ხმა ისმის. მინდა ვისურვო, რომ ეს ნაბიჯები იყოს ისეთი მტკიცე და წარმატებული, რომ მთელმა მსოფლიომ გაიგონოს მათი ხმა“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

პროექტის ფარგლებში, სრულად რეაბილიტირდა საინჟინრო ქსელები, გაძლიერდა შენობის ფუძე-საძირკველი, კონსტრუქციულად გამაგრდა ძირითადი და დამხმარე ნაგებობები, ჩატარდა ფასადის რესტავრაცია, შეიცვალა სახურავის, ბურულისა და წვიმასატარი სისტემები, განახლდა ბაღის ისტორიული ღობე და ჭედური ჭიშკარი. გარდა ამისა, ჩატარდა მხატვრულ-დეკორატიული დარბაზების კონსერვაცია-რესტავრაცია, ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები, ხოლო ე.წ. სარკეებიან დარბაზში აღდგა კარები და დარაბები.

რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობა XIX საუკუნის შუა წლებშია აგებული. სასახლე გამოირჩევა ისეთი უნიკალური არქიტექტურული სივრცეებით, როგორებიცაა: ე.წ. სარკეებიანი დარბაზი, მარმარილოს დარბაზი და თეთრი დარბაზი. მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრია, რომელიც 4 500-მდე მოსწავლეს აერთიანებს.

თბილისის განვითარების ფონდმა სასახლის რეაბილიტაცია 2020 წელს დაიწყო. სამუშაოები კომპანია „ინსმა“ შეასრულა, პროექტის საერთო ღირებულებამ კი 56 428 251 ლარი შეადგინა.

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის გახსნის ღონისძიებას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, მერის მოადგილეები, ეროვნული სასახლის დირექტორი ნინა ყიფიანი, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თამაზ ალიბეგაშვილი, საკრებულოსა და პარლამენტის წევრები, ასევე, კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved