• რეკლამა
  • კონტაქტი
09:28, ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კახა კალაძე ეზრა ზეიას გზავნილებზე: ისინი, ვინც დღეს გვეუბნებიან, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის, 2012 წლამდე სააკაშვილის ხელისუფლებას დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ

ალია ავტორი - ალია
14:41 07-13-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
777

არასწორი შეფასებები გაკეთდა ქვეყნის კურსთან დაკავშირებით, ჩვენი ქვეყნის კურსი ევროპულია, – ასე გამოეხმაურა მედიასთან თბილისის მერი კახა კალაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ეზრა ზეიას სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას, რომლითაც საქართველოს მთავრობას ქვეყნის კურსის შესწორებისკენ მოუწოდა.

„ვფიქრობ, არასწორია მისი შეფასებები ქვეყნის კურსთან დაკავშირებით. ჩვენი ქვეყნის კურსი ევროპულია. ევროინტეგრაციის გზაზე თუ რაიმე წარმატება აქვს ქვეყანას მიღწეული, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხდა. ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგია ის, რომ ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას, ვიზალიბერალიზაციას, კანდიდატის სტატუსს და ა.შ. ხალხი ხედავს ყველაფერს. ვინც დღეს გვეუბნება, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის, ისინი 2012 წლამდე სააკაშვილის ხელისუფლებას დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ. მაშინ რა ხდებოდა? კლავდნენ, აუბედურებდნენ, აწამებდნენ, ჩაგრავდნენ. მესმის, რეგიონში ყველას – ამერიკას, ევროპას, თურქეთს, რუსეთს თავისი ინტერესი აქვს. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა. პირველ რიგში, ჩვენი ინტერესები უნდა გავატაროთ. საქართველოს ინტერესებს ჩვენზე უკეთ ვერავინ გაატარებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება არც ის განცხადება, თითქოს, საქართველოს მთავრობის მიერ ამერიკის წინააღმდეგ დეზინფორმაციული ხასიათის განცხადებები კეთდებოდა.

„დაასახელეთ ერთი დეზინფორმაციული განცხადება, რაც ჩვენი მხრიდან ამერიკის მთავრობის წინააღმდეგ გაკეთდა. ჩვენი განცხადებები მხოლოდ ფაქტებსა და სიმართლეზეა დამყარებული. მეორე ფრონტის გახსნას რაც შეეხება, პირდაპირ იყო მოწოდებები, ჩვენ ხომ არ ვიგონებთ ამას. მოიძიეთ, უკრაინის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი იყო, ვინც ამ განცხადებებს აკეთებდა. ეს იმდენად მტკივნეული იყო, ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმაც კი დაგმო. პირდაპირ მოგვიწოდებდნენ, მოხალისეები უკრაინაში საბრძოლველად ჩარტერული რეისით გაგვეშვა. ბევრი ისეთი საკითხი იყო, რაც ჩვენი ქვეყნის მშვიდობის შენარჩუნებისთვის პრობლემას წარმოადგენდა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით საწინააღმდეგო არგუმენტები აქამდე გაკეთებულ არც ერთ განცხადებაში არ არსებობს.

„რაც შეეხება კანონპროექტს, ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ ვისმენთ მხოლოდ კრიტიკას. სამწუხაროდ, ვერც ერთი არგუმენტი მოვისმინეთ, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი, ან რატომ შეიძლება შეუშალოს ხელი გამჭვირვალობამ მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას? რატომ ეწინააღმდეგება გამჭვირვალობა დემოკრატიას და ევროპულობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025
ახალი ამბები

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025

17:57 07-02-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების   ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი

14:06 07-02-2025
27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved