• რეკლამა
  • კონტაქტი
21:53, ოთხშაბათი, 23 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კახა კალაძე: არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება, როდესაც შენი საქმიანობით, ყოველდღიური ქმედებით სამშობლოს და უამრავ ადამიანს ასახელებ

ალია ავტორი - ალია
14:27 08-15-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

არ არსებობს იმაზე დიდი ბედნიერება, როდესაც შენი საქმიანობით, ყოველდღიური ქმედებით სამშობლოს და უამრავ ადამიანს ასახელებ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მსოფლიოს ოლიმპიური ჩემპიონებისადმი მიძღვნილ საღამოზე განაცხადა.

მან ქართველ სპორტსმენებს მოპოვებული გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„მადლობა ჩვენი ქვეყნის ოლიმპიურ ჩემპიონებს იმისთვის, რაც გააკეთეს. ძალიან კარგად ვიცი, თუ რამხელა შრომა და სირთულეები გამოიარეთ და ზოგადად, რა დგას ამ ყველაფრის უკან. გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ჩვენ მომავალშიც ვასახელებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა საქართველოს მოსახლეობას, მწვრთნელებსა და ექიმებს თანადგომისა და გულშემატკივრობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ადამიანებს, რომლებმაც თქვენს წარმატებაში გარკვეული წვლილი შეიტანეს – მწვრთნელები, ექიმები. ზურაბ კახაბრიშვილის ცრემლიანი სახე ყველას კარგად გვახსოვს. ამ ფოტომ მთელი მსოფლიო შემოიარა. ის იყო თქვენი პირველი ქომაგი იქ, სადაც გულშემატკივრების გარეშე ასპარეზობდით. მადლობა მას თანადგომისთვის და გაწეული საქმიანობისთვის. მადლობა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას – ყველაზე დიდ გულშემატკივრებს, რომლებიც, მართლაც ყველაფერს აკეთებდნენ, რომ თქვენამდე ხმა მოეწვდინათ. დიდი სტიმულია, როდესაც ამდენი ადამიანი გგულშემატკივრობს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი

17:55 09-23-2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება

14:30 09-23-2026
კომპანიის რეგისტრაცია
ახალი ამბები

კომპანიის რეგისტრაცია საქართველოში – რა უნდა იცოდეთ იურიდიული მისამართის შესახებ

14:22 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved