• რეკლამა
  • კონტაქტი
22:56, პარასკევი, 20 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კახა კალაძე – ახალგაზრდა კაცი ვარ, არ მეზარება შრომა, რადგან რასაც ვაკეთებ, ვაკეთებ ჩემი ქალაქისთვის

ალია ავტორი - ალია
19:59 09-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად, მუხიანის დასახლებაში მცხოვრებ ამომრჩეველს შეხვდა და სამომავლო გეგმები გააცნო.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა მოსახლეობას ნდობისა და მხარდაჭერისთვის. მანვე ხაზი გაუსვა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობას.

„ძალიან ვაფასებ ამ ურთიერთობას და ყოველთვის ძალიან ვუფრთხილდები. ეს არ დაწყებულა დღეს და გუშინ. ჯერ კიდევ ჩემი წინა, სპორტული ცხოვრებიდან გამომდინარე მოვდივართ ერთად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს რეალური ხედვა, მკაფიოდ გაწერილი საარჩევნო პროგრამა და გამოწვევებთან გამკლავების უნარი, პარტია „ქართული ოცნებაა“.

„ეს არ არის ლამაზი სიტყვები და ლამაზად დაწერილი ტექსტი. ეს არის კონკრეტული საქმეები, რაც ზურგს მიმაგრებს და კონკრეტული პროექტები, რომლებსაც კახა კალაძე თავის თანაგუნდელებთან ერთად აუცილებლად გააკეთებს თქვენი მხარდაჭერით. ერთადერთი გუნდი ვართ, ვისაც რეალურად აქვს სრული გეგმა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი წარმოუდგენია თბილისი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, რა პროექტები უნდა განხორციელდეს დეტალურად რაიონების მიხედვით, უბნებისა და ქუჩების მიხედვით. ჩვენი სიძლიერე ასევე მდგომარეობს იმაში, რომ ვიცით, როგორ გავაკეთოთ ეს ყველაფერი. თქვენ ძალიან კარგად ხედავთ არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას და მდგომარეობას. სამწუხაროდ, დღეს არსებობენ ძალები, რომლებსაც აქვთ სურვილი, ქვეყანაში შემოიტანონ დესტაბილიზაცია და არეულობა, დაუპირისპირდნენ ყველაფერ ძვირფასს, რაც ჩვენთვის ღირებულია, მაგრამ არავის მივცემთ ამის საშუალებას. თქვენი მხარდაჭერა, თქვენი ჩართულობა დამატებითი სტიმულია, რომ ვიშრომო 24 საათიან რეჟიმში. ახალგაზრდა კაცი ვარ, არ მეზარება შრომა, რადგან რასაც ვაკეთებ, ვაკეთებ ჩემი ქალაქისთვის და ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატმა მუხიანის დასახლების მოსახლეობას კონსტანტინე ზარნაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„დედაქალაქის საკრებულოში წარმოდგენილი უნდა ვიყოთ უმრავლესობით, იმისთვის, რომ შევძლოთ სწრაფი გადაწყვეტილების მიღება, მასშტაბური პროექტების განხორციელება. რა თქმა უნდა, თქვენ უნდა გყავდეთ ღირსეული წარმომადგენელი საკრებულოში კოტე ზარნაძის სახით, რომელიც არის ახალგაზრდა, უპატიოსნესი ადამიანი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მოსახლეობას ასევე სიტყვით მიმართა გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კონსტანტინე ზარნაძემ.

„კახა კალაძის ხელი ნამდვილად დაეტყო გლდანის რაიონს. მე აქ დავიბადე და გავიზარდე. კარგად მახსოვს მაშინდელი ადგილობრივი ხელისუფლების მიდგომა – გლდანი იყო პერიფერიული გარეუბნის დასახლება, რომელსაც არავინ აქცევდა ყურადღებას. მე, გლდანის რაიონის რიგითმა მცხოვრებმა მინდა, მადლობა გადავუხადო მას იმისთვის, რომ დღეს ჩვენს შვილებს  მწვანე სივრცეები, სპორტული მოედნები და სხვადასხვა საჭირო ინფრასტრუქტურა აქვთ. ამის მიუხედავად, ჩვენ არ ვართ თვითკმაყოფილნი და ზუსტად ვიცით, რომ კიდევ ბევრი საქმეა გასაკეთებელი“, – განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.

თეგები: კახა კალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სიმპტომი, რომლის დროსაც სასწრაფოდ უნდა მიმართო ოფთალმოლოგს – მხედველობის რა ნაწილი აღდგება კატარაქტას ოპერაციის შედეგად?
ახალი ამბები

სიმპტომი, რომლის დროსაც სასწრაფოდ უნდა მიმართო ოფთალმოლოგს – მხედველობის რა ნაწილი აღდგება კატარაქტას ოპერაციის შედეგად?

16:34 02-20-2026
აღმოაჩინე სილქფესტის აქციაში სასურველი პირობა და ჩაირთე რჩეული პაკეტები!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის აქციაში სასურველი პირობა და ჩაირთე რჩეული პაკეტები!

11:13 02-20-2026
„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ
ახალი ამბები

„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ

18:07 02-19-2026
რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?
ახალი ამბები

რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?

15:36 02-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved