• რეკლამა
  • კონტაქტი
05:12, ოთხშაბათი, 30 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კაი კაცო, ვსიო? აღარ გინდათ? ნიჩურტა? ნწ-ნწ-ნწ.არა და, მხოლოდ სამი სიტყვა თქვა ბერიკაცმა, სამად-სამი. ქართულად სულაც ორი გამოდის…”-ლომაია

ალია ავტორი - ალია
13:05 03-26-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
195

განათლების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ლომაია აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ევროპის ტურნეს ეხმიანება და მის განცადებებს აფასებს.

როგორც ლომაია განმარტავს,  დასავლეთმა და აშშ-მ გადალახა რუსეთის ბირთვული მუქარის ჰიპნოზური შიში და მხოლოდ სამი სიტყვით გასცა ბუშმა პასუხი პუტინს მუქარას – “We would respond” (პასუხს გავცემთ!)

“მხოლოდ სამი სიტყვა:
ბაიდენის ვიზიტი ევროპაში ჯერ არ დასრულებულა. ვარშავაში ხვალ მისი დიდი გამოსვლა იგეგმება, რომელშიც უკრაინის მხარდაჭერაზე ისაუბრებს და ვიზიტს შეაჯამებს. მაგრამ, მთავარი რამ გუშინ, 25 მარტს ბრიუსელში ითქვა. გუშინ ბაიდენმა წერტილი დაუსვა პუტინის მრავალთვიან ბირთვულ შანტაჟს.

პრაქტიკულად, ამ განცხადებით, ბაიდენმა ნატოს საზღვარი უკრაინა-რუსეთის საზღვარზე გაავლო. ამისთვის მას მხოლოდ სამი სიტყვის თქმა დასჭირდა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორი იქნებოდა აშშ-ს რეაქცია რუსეთის მიერ უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე, მან უპასუხა: We would respond. პასუხს გავცემთო.

„უკრაინას მხარს ვუჭერთ, მაგრამ ის ალიანსის წევრი არაა და ჩვენ ალიანსის ტერიტორიის ყოველ კვარდატულ სანტიმეტრს დავიცავთ“ ამბავი დამთავრდა. აშშ და ნატო უპასუხებენ რუსეთს, თუკი ის უკრაინაში მასობრივი განადგურების იარაღს გამოიყენებს! მორჩა. წერტილი. კრემლის ბირთვული შანტაჯი გაქრა, აორთქლდა, მარტის თოვლივით დადნა. დასავლეთმა (და, პირველ რიგში, აშშ-მ) გადალახა რუსეთის ბირთვული მუქარის ჰიპნოზური შიში, და აგრესორს უპასუხა, დაარტყამ უკრაინას? დაგარტყამთ შენ! ბრიუსელში ეს ბაიდენმა თავის ნატოელ მოკავშირეებს კარგად აუხსნა. დანარჩენი, რაზედაც ნატოს, ევროკავშირის და G7-ის სამიტებზე შეთანხმდნენ, მათ შორის რუსეთის ენერგიისგან უსწრაფესი ჩახსნა, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე 100 ათასი ამერიკელი ჯარისკაცის დისლოცირება, სტრატეგიულად უკიდურესად მნიშვნელოვანია. მაგრამ, ამ ვიზიტის მთავარი მოვლენა იყო რუსეთისთვის (და არ მხოლოდ) იმ გადაწყვეტილების შეტყობინება, რომელიც ამერიკამ კვირის დასაწყისში მიიღო.

აშშ-ს ბირთვული სტრატეგია შეიცვალა. ამერიკა ახლა მზადაა რუსეთს შესაბამისი პასუხი გასცეს. და ამის შესახებ პუტინმა თავისუფალი სამყაროს ლიდერისგან პირდაპირ ეთერში შეიტყო.
ბაიდენის გუშინდელ განცხადებას, რა თქმა უნდა სრულიად შემთხვევით დღეს რუსული გენშტაბის განცხადება მოყვა: «Существенно снижен боевой потенциал вооруженных сил Украины, что позволяет сосредоточить основные усилия на достижении главной цели – освобождении Донбасса».

კაი კაცო, მთავარი მიზანი ახლა „დონბასის განთავისუფლება“ გახდა? ეგ როდიდან? გუშინდელი დღიდან ხომ არა? აბა დენაციფიკაციაო, დემილიტარიზაციაო, ნეიტრალური სტატუსიო, ყირიმის და ლუგანდონიის აღიარებაო? ვსიო? აღარ გინდათ? ნიჩურტა? ნწ-ნწ-ნწ.

არა და, მხოლოდ სამი სიტყვა თქვა ბერიკაცმა, სამად-სამი. ქართულად სულაც ორი გამოდის „პასუხს გაგცემთო“, –  წერს ალექსანდრე ლომაია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის

16:28 09-29-2026
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
ახალი ამბები

PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია

15:50 09-29-2026
სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:43 09-29-2026
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ახალი ამბები

შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო

17:51 09-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved