• რეკლამა
  • კონტაქტი
22:42, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„კაგებე“ და „დიფ სთეითი“ – კობახიძის პოლიტიკური განცხადება სამებაში, პანაშვიდზე

ალია ავტორი - ალია
15:12 04-09-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
117
ოლიგარქის პრემიერი, ირაკლი კობახიძე:
პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დავესწარი.
პანაშვიდი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ მღვდელმთავრებთან ერთად გადაიხადა.
აღვნიშნე, რომ 9 აპრილი, ერთის მხრივ, არის უდიდესი ტრაგედიის დღე, თუმცა, ამასთანავე, ეს არის დღე, რომელმაც ქვეყანას, ქართველ ხალხს გაერთიანება და დამოუკიდებლობა მოუტანა.
როგორც განვაცხადე, დღეს პატივს მივაგებთ 9 აპრილის გმირების ხსოვნასა და მათ გმირობას. 9 აპრილის ტრაგედიიდან ზუსტად ორ წელიწადში, საქართველომ ოფიციალურად გამოაცხადა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა.
მე მახსოვს ის დღეები, კვირები, თვეები, ის რამდენიმე წელი, როდესაც შეიცვალა დამოკიდებულება საზოგადოებაში და სიძულვილს სძლია სიყვარულმა. შესაბამისად, ეს ყველაფერი შეგვახსენებს იმას, თუ რამდენად უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, რომელიც მოვიპოვეთ სწორედ ჩვენი გმირების ბრძოლის საფუძველზე. ეს ყველაფერი შეგვახსენებს ასევე იმას, რომ ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ერთმანეთის მიმართ ურთიერთობას და სიყვარულს.
აღვნიშნე ისიც, რომ დაახლოებით 35 წლის წინ, საბჭოთა „კაგებე“ ცდილობდა ხელოვნურად ქართული საზოგადოების გახლეჩას და დღეს უკვე ამას ცდილობენ სხვა გარე ძალები, რომლებიც მოქმედებენ ზუსტად იმავე მეთოდებით, რა მეთოდებითაც თავს დროზე საბჭოთა „კაგებე“ მოქმედებდა.
ყველაზე სამწუხარო და დასანანი ის არის, რომ „დიფ სთეითი“ მოქმედებს ევროკავშირის და აშშ-ის გამოყენებით, მანამდე მოქმედებდა ოფიციალური სტრუქტურების გამოყენებით. ამ ეტაპზე აშშ-ში ვითარება შეცვლილია, მაგრამ ბრიუსელის ბიუროკრატია დღემდე გამოიყენება იმისთვის, რომ საქართველოში ხელოვნურად დათესონ სიძულვილი.
ვისაუბრე დღევანდელ დავალებაზეც, რომელიც მიიღო უცხოურმა აგენტურამ და რომელიც ემსახურება სწორედ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას. არიან ადამიანები, რომლებიც ყველა თარიღს იყენებენ სიძულვილის დასათესად, საზოგადოების გასახლეჩად. ეს არის დამკვიდრებული პრაქტიკა და დღევანდელ დღეს მათ სცადეს, 9 აპრილი, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი დღე გამოეყენებინათ კიდევ ერთხელ საზოგადოების გასახლეჩად. რა თქმა უნდა, ზუსტად ისე, როგორც დამარცხდა თავის დროზე 34 წლის წინ, საბჭოთა „კაგებე“, როცა ჩვენ გამოვაცხადეთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა, ზუსტად ასევე, ამ გარე ძალებზე გაიმარჯვებს საქართველოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების იდეა. ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ სიძულვილს, აუცილებლად გაგვაერთიანებს სიყვარული და განვაგრძობთ ბრძოლას, რომ კიდევ უფრო მეტად განვამტკიცოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა 9 აპრილის გმირების წინაშე – ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის.
ჩვენი საერთო ოცნება არის ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და ასევე ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, ეს არის პასუხისმგებლობა გმირთა სულების წინაშე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved