• რეკლამა
  • კონტაქტი
20:48, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კაბინეტში იმ ბატონებს რომ თვალებს უჟუჟუნებდა… კობახიძეს არ შეუძლია იყოს კონსტიტუციის ერთგული” – ბესელია

ალია ავტორი - ალია
21:38 02-25-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
18,273

პოლიტიკოსი, ეკა ბესელია, ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას, სადაც იგი ამბობს, რომ ვეტინგი მიუღებელია საქართველოს სასამართლო სისტემისთვის, ტვ პირველთან ეხმაურება და ამბობს:

ვეტინგი – არ არის რთული საკითხი და ჩვენ გვაქვს საამისოდ კონსტიტუციური გამოსავალი. 

მინდა ყველამ ჩახედოს კონსტიტუციის იმ გარდამავალ მუხლს, რომელიც ჯერ კიდევ ძალაშია, თუმცა, მალე ეწურება ვადა, მაშინ, როცა კონსტიტუციური ცვლილებები მივიღეთ, ვენეციის კომისიამ დაუჭირა მხარი, ჩაგვეწერა, მოსამართლეების დანიშვნა მომხდარიყო გამოსაცდელი ვადით, და როცა გაივლიდნენ კომპეტენციის და კეთილსინდისიერების ტესტს, მხოლოდ მას შემდეგ დანიშნულიყვნენ უვადოდ. ეს მოხდა იმიტომ რომ ჩვენ სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა დიდი ნაწილის რეპუტაცია არის დიდი დარყმის ქვეშ. ნუ დაგვავიწყდება, რომ სამი სანქცირებული მოსამართლე ჰყავს სისტემას, სამივე გავლენიანია და მთელ სასამართლო სისტემაზე ზეგავლენას ახდენენ. როგორ უნდა წავიდეს ეს ხალხი სისტემიდან? – უნდა წავიდნენ და ოცნება, ამას არ დაუშვებს. 

იმას რასაც ამბობს კობახიძე, რომ ვეტინგი არღვევს სასამართლოს დამოუკიდებლობას, ეს არ არის ასე, მართლმსაჯულების პრინციპს და სასამართლოს დამოუიდებლობას არღვევს ის, პარლამენტის თავმჯდომარე რომ იყო კობახიძე, ის ბატონები რომ კაბინეტში მობრძანდებოდნენ, თვალებს რომ უჟუჟუნებდა და ინსტიტუციურად რომ ეუბნებოდა, რასაც გინდა იმას გავაკეთებ. ამას რომ პარლამენტი ეუბნება ხელისუფლების ერთ დიდ შტოს, აი, ეს არის კონსტიტუციის დარღვევა. და ნუ გვასწავლის რა არის კონსტიტუციის დაცვა, მან აჩვენა, რომ არ შეუძლია იყოს კონსტიტუციის ერთგული.

რა თქმა უნდა არც ის შეიძლება, თქვა რომ გავყრი ამ ხალხს, გავაგდებ მოსამართლებს და მოვიყვან სხვას, არა, ესე არ ხდება, როგორც იურისტს ძალიან კარგად მესმის, მოსამართლე ორმ ხელშეუხებელია, ხელშეუხებელია, როცა კანონს არ არღვევს, მაგრამ კანონს როცა არღვევს და არღვევს მოსამართლე კანონს, როდესაც პოლიტიკურ დავალებას ასრულებს და ზეგავლენით იღებს გადაწყვეტილებას, კონსტიტუცია ამბობს, რომ ნებისმიერი ადამიანი, პირველ რიგში მოსმართლე კანონის წინაშე თანასწორია და პასუხი უნდა აგოს. 

თავი არ მოვიტყუოთ, ეს ამ პარლამენტში ვერ მოხდება, ეს არის ახალი კოალიციური ხელისუფლების გასაკეთებელი და ჩვენ შევთანხმდით ამაზე, რომ რეფორმა რომ ჩატარდება, სასამართლოში უნდა მოვიდნენ პატიოსანი, კეთილსინდისიერი, სანდო, დამოუკიდებელი იურისტები. ვეტინგი იქნება ახალი, კოალიციური მთავრობის ახალი ამოცანა. 

“ჩვენთვის ვეტინგი მიუღებელია” – ირაკლი კობახიძე

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved