• რეკლამა
  • კონტაქტი
18:50, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„კა“ და კუპრავა აღარავის ახსოვს, იფიქრეს, გავლახოთ და „ოცნებას“ დავაბრალოთო” – გია ვოლსკი

ალია ავტორი - ალია
16:39 02-28-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი დეპუტატ ირმა ნადირაშვილის განცხადებას ეხმაურება ზვიად კუპრავას ცემის საქმეზე

„დღეს ის უაპელაციოდ გამოდის და აცხადებს, რომ ზვიად კუპრავას, რომელმაც ფაქტობრივად, თავისი მარგი კოეფიციენტი ამოწურა „ნაციონალური მოძრაობისთვის“, იგივე „ევროპული საქართველოსთვის“, თურმე, ვიღაც თავს დაესხა, მით უმეტეს, „ქართული ოცნება“, ხელისუფლებაში მყოფი ძალა, რომელსაც აბსოლუტურად განსხვავებული პოლიტიკა აქვს იმ პოლიტიკისგან, რომელიც ირმა ნადირაშვილის პარტიას ჰქონდა და ხელისუფლებას ამ ყველაფერს უაპელაციოდ აბრალებს.

პირიქით, ვფიქრობ, თუ ვინმეს ასეთი განცხადებების გაკეთება და მით უმეტეს, გამოუსადეგარი ზვიად კუპრავას გალახვა აწყობდა, ეს ის პარტიაა, რომელსაც წარმოადგენს ხმამაღლა მოყვირალი ქალბატონი. ზვიად კუპრავა გამოუსადეგარია, რადგან მიტინგი აღარ არის, დღის წესრიგში სარალიძის საკითხი აღარ დგას, „კა“ და კუპრავა აღარავის აღარ ახსოვს. იფიქრეს, მოდით გავლახოთ და „ქართულ ოცნებას“ დავაბრალოთო. თუ რამე ჰქონდა, ახლა უფრო არ გამოაქვეყნებს? შეეშინდა, თუ რა? ზვიად კუპრავა არის უშიშარი, ქვა და რკინა და ვერანაირი ცემა და გალახვა მას ვერ გააჩერებს, თუ რამე აქვს, კეთილი ინებოს და გამოაქვეყნოს, რაზე მუშაობდა, მუშაობის რომელი ინტელექტუალური რესურსი გააჩნია, რომ საერთოდ რამეზე იმუშაოს?

გამოდის, ამ ყველაფერს ხელისუფლებას აბრალებს და იმედი აქვს, რომ შეიძლება, ვინმემ დასავლეთ პარტნიორ ქვეყნებში ყურადღება მიაქციოს და როგორც „მთავარი არხის“ ხელმძღვანელზე თავდასხმა, მონათლოს „ქართული ოცნების“ აქტივობად. ამის იმედი აქვთ და ამიტომ არიან ხეპრეები”

შეგახსენებთ, გუშინ გვიან ღამით ზვიად კუპრავას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის გამოკითხვაზეა დაბარებული.

ამასთან დაკავშირებით, დღეს ოპოზიციის წევრმა, ირმა ნადირაშვილმა ბრიფინგი გამართა და მომხდარსი მმართველი გუნდი დაადანაშაულა. 

„არ შეიძლება, რომ ადამიანს, რომელიც არ მოგწონს, საკუთარი „ტიტუშკები“ დაახვედრო და აცემინო“, – ამბობს ნადირაშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის
ახალი ამბები

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის

13:39 07-07-2025
წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved