• რეკლამა
  • კონტაქტი
21:55, ხუთშაბათი, 23 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბურჭულაძეს 10 წლიანი პატიმრობა მიესაჯა – რა უთხრა მან მოსამართლეს?

ალია ავტორი - ალია
20:18 04-23-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
81

ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.

დღეს ჯუანშერმა ბურჭულაძემ სიტყვის უფლებით ისარგებლა და თქვა:

რა საჭირო იყო მილიონები მეფრიალებინა, 1997 წელს მყავდა „მერსედესი”, რომელსაც თითით აჩვენებდნენ ქალაქში, პირველი „ლენდ-კრუიზერიც” მე მყავდა, შუქნიშანზე რომ ვჩერდებოდი, თავს ვხრიდი, მრცხვენოდა, ხალხს უჭირს-მეთქი/

საერთო ჯამში, მარტო ავტოფარეხების რეალიზაციით ნახევარი მილიონი ლარის შემოსავლები მაქვს მიღებული. რაიმის შენიღბვა თუ მინდოდა, ამის გაკეთება 1000 მეთოდით შემეძლო.

ჯამში მილიონ 700 000 ლარი მაქვს ბინების გაქირავებით… 2006 წელს ჩემმა ოჯახმა გაასხვისა რუსთაველის გამზირზე მდებარე ქონება 1 6000 000 ლარად, საიდანაც გასავალი ჩანს – მე და დედაჩემმა ბანკიდან გავიტანეთ დაახლოებით, 700 000 დოლარი. გარდა ამისა, მივიღე 900 000 დოლარი, რადგან საწარმოში პატრონების წილები გამოვისყიდე, გავაქირავე, რუსთაველზე მაღაზია რომ არის, „დიკა” ჩვენი ფართი იყო და ასევე წყეული კაზინოც პირველიც და მეორეც საქართველოში ჩვენი იყო, საიდანაც შემოსავლებს ვიღებდი იჯარის სახით.

1000 კვ მხოლოდ რუსთაველის გამზირზე ფლობდა ჩვენი ოჯახი. 1 200 000 დოლარი 2007-2008 წლის განმავლობაში ბებიაჩემს ჩაერიცხა. დედაჩემი, მამაჩემი დედისერთაა, მამაჩემი, დედაჩემი და ბებიაჩემი ერთად ცხოვრობენ და სამეწარმეო საქმიანობით იყვნენ დაკავებული.

თანხების მემკვიდრე სხვა არავინ ყოფილა, ერთი ძმა მყავს და სასულიერო პირია.

დიღომში კერძო სახლი მქონდა, სამსართულიანი, 140 000 დოლარად გავყიდე, 2010-2014 წლებში გაქირავებული მქონდა, 90 000 დოლარი მაქვს იქიდან მიღებული.

რაღაც ქონებებს ვყიდდი თავიდანვე, ან ვაქირავებდი, მოკლედ არ ვჩქარობდი… პირველი სკოლის უკანაც მქონდა ინვესტიცია, ყველა ქონება რაც შევიძინე, სარგებლის სახით მქონდა მიღებული.

ნუცუბიძის ბინა 2010 წელს ვიყიდე, აშშ-ში რომ წავედი, გავაქირავე. ფალიაშვილის გამზირზე, ნასიძის გამზირზე ბინა გაქირავებული მქონდა…

რაც ჩამოვთვალე, დეპოზიტზე რომ დამედო, 15 წლის განმავლობაში, ის გახდებოდა 8 მილიონი დოლარი, ვგავარ იმ კაცს რომ ფული გადამეყარა, თუ კაზინოში ვთამაშობდი?”– თქვა მან.

ჯუანშერ ბურჭულაძემ სასამართლოს უთხრა, რომ მის წინააღმდეგ საქმე მაშინ აღძრეს, როცა ნატოში ელჩად წასვლას აპირებდა. ყოფილი მინისტრისგან დღეს განსაკუთრებით აინტერესებდათ, თუ რა თანხები ირიცხებოდა მისი მძღოლის ანგარიშებზე და რისთვის ხარჯავდა მძღოლი ამ თანხებს. ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, რომ მძღოლი გარდა მისი მოსახურებისა, მის ოჯახსაც ეხმარებოდა საყოფაცხოვრებო საკითხებში. ბრალდებულმა აღნიშნა, რომ მძღოლისთვის მიცემულ თანხებს არ ადეკლარირებდა.

როგორ შეიძლება მე დავითვალო ლეგალიზაციაში ჩემი დაოჯახებული შვილი მისი სიმამარის კომუნალურებს რომ იხდიდა, წვრთნებში იხდიან 20000-ს და ესეც ჩემი ლეგალიზაციაა? ტურნირებზე რომ დაყვებოდა ჩემი შვილი მის მეუღლეს და მისი მამა რომ უხდიდა ფულს, ესეც? ახლოს ხომ უნდა იყოს ლოგიკასთან?  ყველაზე ძვირიანი ბრენდი რაც არსებობს ავტომობილების, წარმომადგენელია საქართველოში იმის, ჩემი შვილის სიმამარი, ასევე რკინის ქარხანა აქვს მოსკოვში…

ამერიკაში 6 000 დოლარზე მეტი შემოსავალი მქონდა, ის თანხა იქ იხარჯებოდა… იმ ქონებებს, რომელსაც 2015 წლამდე ვფლობდი, 7-8 ბინა იყო, ბუნებრივია, მით უმეტეს, ამერიკაში რომ ვცხოვრობდი, ვაქირავებდი.

მე და ჩემი ოჯახი 4 წელ-ნახევარი ვაშინგტონში ვცხოვრობდით, იქ ვმუშაობდი, 2015 წლის შემდეგ ხარჯები თუ გამეზარდა, ეს ბუნებრივია. თუ ჩემს მიმდინარე ხარჯებს და შეძენილ ქონებას შევადარებთ იმ პერიოდს, ვიდრე ამერიკაში სამუშაოდ წავიდოდი, ჩემი შემოსავალი 10-ჯერ მეტი იყო. ამონაწერები მაქვს წარმოდგენილი, 2006-2009 წლებში ჩემი შემოსავალი წელიწადში დაახლოებით, 3-4 მილიონ ლარს შეადგენდა, ეს იყო ჩემი და ჩემი ოჯახის თანხები, მაშინ ბარათების გამოყენება დახვეწილი არ იყო, თანხები შემქონდა, ან ბიზნესის ინვესტირებისთვის იყო, ვახურდავებდი ლარად და იმას ვხარჯავდი ოჯახში. 600 000-ის კომუნალური მაქვს გადახდილი, მანამდე 143 000 ლარი მაქვს კომუნალურში გადახდილი, მაშინ 8 ბინა მქონდა, მერე 6 ბინა, ეს ხომ ალოგიკურია? კომუნალური გაძვირდა, მაგრამ 4-5-ჯერ არ გაძვირებულა ხომ? კომუნალურებიც კი ბარათზე არ მქონდა მიბმული, პირდაპირ შემქონდა მიმღების – „თელასის”, „ყაზტრანსგაზის” და ა.შ. ანგარიშის ნომერზე. 2015 წლამდე 8 ბინა მქონდა. მოგვიანებით განგიმარტავთ, თანხები რაში მქონდა ინვესტირებული და რას ვიღებდი.

ავხსნი, რა უნდა იყოს ჩემს შემთხვევაში გათვალისწინებული.

გამოდის, რომ ეჭვი უნდა მივიტანოთ ყველაზე, ვისაც ემიგრანტი ჰყავს ოჯახის წევრი და ბინა გაქირავებული აქვს.

შემოსავალი რაც იყო, ყველაფერი დამიდასტურა ბრალდების მხარის წარმოდგენილმა მოწმეებმა”, – განაცხადა ბურჭულაძემ.   

 

შეგახსენებთ, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად – საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად – საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში

13:18 04-23-2026
გორგიამ და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა დეკორატიული მებაღეობის საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
ახალი ამბები

გორგიამ და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა დეკორატიული მებაღეობის საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს

13:07 04-23-2026
სილქნეტი აგრძელებს პროექტის “მსახიობები ლიტერატურისთვის” მხარდაჭერას
ახალი ამბები

სილქნეტი აგრძელებს პროექტის “მსახიობები ლიტერატურისთვის” მხარდაჭერას

12:30 04-22-2026
„გააცოცხლე“ – თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა
ახალი ამბები

„გააცოცხლე“ – თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა

12:06 04-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved