• რეკლამა
  • კონტაქტი
13:47, ხუთშაბათი, 12 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჯოხს სუსტზე ტეხავს… ჩემზე კი ნუ ბრაზდებით, ქოც თეიმურაზზე გაბრაზდით” – მაგდა მამუკაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:51 05-21-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,963

სამოქალაქო აქტივისტი, მაგდა მამუკაშვილი:

3 დღის წინ ხანძარს შევესწარი ბესარიონ ჟღენტის ქუჩაზე და დავრჩი, რადგან ჯერ სახანძრო არ იყო მოსული, 112-ში რომ დავრეკე და ზუსტად მაშინ გავიგე სახანძროს ხმა. მოკლედ, გავჩერდი იქვე, რადგან უსაფრთხო დისტანციაზე ვიყავი და თან მაინტერესებდა ჩაქრობა, არასდროს მენახა აქამდე.
გადავიღე ვიდეო, ვიდეოში ჩანს, რომ პატარა აფეთქება მოხდა და ამიტომ სახანძრომ უკან დაიხია და მეხანძრემ აირწინაღი გაიკეთ, რათა სახე არ დაწვოდა, ამ ამბავს დასჭირდა 2:40 წუთი, ბოლოს რომ ერთი მისხმით ჩააქრო ის ხის გორგოლაჭებიანი ყუთი, აღფრთოვანებული ვამბობ, ვა რა მალე ჩააქრო-მეთქი. ეს ვიდეო დავდე ფეისბუქზე, როგორც ხანძრის ჩაქრობა, მიმაჩნდა, რომ საინტერესო პროცესს შევესწარი. კომენტარებში ეს მეხანხრეები გაილანძღნენ, რა ნელა მოძრაობენო. ნუ ახლა, საჯარო სერვისია და ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება. აი ფეისბუქზე რომ ვიდეოს უყურებ და 2:40 წუთი ხანძარი არ ქრება, ცხადია მოგეშლება ნერვები, ადგილზე ეს დრო ასე ტრაგიკული არ ჩანდა.
როგორც ამიხსნეს კომპეტენტურმა ადამიანებმა, უფრო სწრაფად უნდა მომხდარიყო მოქმედება, აირწინაღი წინასწარ უნდა გაეკეთებინათ მეხანხრეებს, მანქანების მოძრაობა უნდა შეეჩერებინა პატრულს და ამ შემთხვევაში უკვე პრეტენზია ამ ჩაქრობაზე არ ექნებოდათ. პრინციპში გასაგებია, თუ რაიმე საჯარო სერვისი არ ვარგა, იმის ჩვენება და გამოსწორება ხომ ყველას ინტერესში უნდა იყოს არა?
მაგრამ რა მოხდათ იცით? რამდენიმე ადამიანი შემომივარდა კომენტარებში და მლანძღავს ვიდეოს გასაჯაროებისთვის, მეუბნებიან, რომ მეხანძრეები სამსახურიდან გაუშვეს ამ ვიდეოს გამო და მე საშინელება გავაკეთე.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილია, ეს არის ადამიანი, რომელსაც შს მინისტრის მოადგილის პოზიციაზე 2016 წელს პრემიერზე, პრეზიდეტზე, შს მინისტრზე, და ყველა მინისტრზე მეტი ანაზღაურება ჰქონდა. აშკარაა, რომ ეს კაცი სუფთა კაცი არ უნდა იყოს და კონტაქტები უნდა ჰქონდეს ქვეყნის უზურპატორთან, ბიძინა ივანიშვილთან. ამით აიხსნება სწორედ ის, რომ ნაცვლად ბრიგადების გადამზადებისა, მან მარტივი გზა მონახა და სამსახურიდან გაათავისუფლა მეხანძრეები. მაშინ როცა ათასობით მოძალადე პოლიციელს აჩერებენ სისტემაში, ამ გადაცდომის გამო მეხანძრეების გაშვება სისტემისთვისაც სრულიად უსამართლო გადაწყვეტილებაა.
მე მეხანძრეებს განსაკუთრებულ პატივს ვცემ, საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას სწირავენ ჩვენი უსაფრთხოებისათვის. შესაბამისად, მე არასდროს მენდომება, რომ მათ რამე დაუშავდეთ. მე ეს ვიდეო საერთოდ არ დამიდია იმ განზრახვით, რომ ვინმეს ისინი ელანაძღა, თუმცა, თუ სტანდარტს არ შეესაბამება მეხანძრეების ქმედება, უნდა გამოსწორდეს და გამოვიდა, რომ ჩემი საჯაროობით ცუდი საქმე კი არა, კარგი საქმე გავუკეთე ქვეყანას პრობლემის იდენტიფიცირებით, მაგრამ ამ ქვეყანას ჰყავს ამომპალი ქოცი ხელმძღვანელობა, რომელიც ჯოხს სუსტზე ტეხავს და ამ ნაწილში ჩემი ბრალეულობა საერთოდ არ იკვეთება. ჩემზე კი ნუ ბრაზდებით, ქოც თეიმურაზზე გაბრაზდით, თუ შეიძლება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით

11:39 11-12-2026
ახალი ამბები

“შუა დერეფანი და საქართველო” – თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა

18:51 11-11-2026
ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია
ახალი ამბები

ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია

18:42 11-11-2026
ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში – ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად
ახალი ამბები

ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში – ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად

14:26 11-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved