• რეკლამა
  • კონტაქტი
14:02, შაბათი, 11 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჯოგური იმუნიტეტი მეცნიერულად და ეთიკურად არასწორია”

ალია ავტორი - ალია
20:29 10-15-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

ბლოგერი, კოკი იონათამიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“პოზიტიურად კორონავირუსზე

ჯანმოს დირექტორის, ტედროს ადჰანომის ძალიან საგულისხმო და გასაგები სიტყვა

ტედროს ადჰანომი:

ეს არ არის არჩევანი ვირუსის თავისუფალ გავრცელებასა და ჩვენი საზოგადოებების დახურვას შორის.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ისტორიაში არასოდეს ყოფილა ჯოგური იმუნიტეტი გამოყენებული როგორც დაავადებების საწინააღმდეგო სტრატეგია, მით უმეტეს პანდემიის დროს.

ჯოგური იმუნიტეტი, ანუ ვირუსის თავისუფალი გავრცელება მეცნიერულად და ასევე ეთიკურად არასწორეა.

პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენ არასაკმარისად ვიცით COVID-19-ის იმუნიტეტის შესახებ.

COVID-19-ით გამომწვეული ვირუსით ინფიცირებულ ადამიანთა უმეტესობას პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში უვითარდებათ იმუნური რეაქცია, მაგრამ ჩვენ არ ვიცით რამდენად ძლიერი ან ხანგრძლივია ეს იმუნიტეტი. ასევე არ ვიცით რამდენად განსხვავებულია გამომუშავებული იმუნიტეტი სხვადასხვა ადამიანის შემთხვევაში. პირველადი მონაცემები გვაქვს, მაგრამ ჯერ ეს არასაკმარისია.

ხანდაზმული და სამედიცინო პრობლემის მქონე ადამიანები ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან, მიუხედავად ამისა ვირუსის გამო გარდაიცვალა ყველა ასაკის ადამიანი. ამავე დროს არ გვაქვს ცოდნა ვირუსის მოქმედების გრძელვადიან პერიოდშზე

ისეთი ვირუსის გავრცელების დაშვება, რომელზეც არ გვაქვს სრული გაგება, არაეთიკურია. ეს არ არის გამოსავალი.

ეს ვირუსი გადაეცემა ძირითადად მჭიდრო კონტაქტებს შორის და იწვევს აფეთქებებს, რომელთა კონტროლი მიზანმიმართული ზომებით შესაძლებელია.

აუცილებელია რისკ-ჯგუფების დაცვა, დაავადებულთა იზოლირება და მკურნალობა კონტაქტების პოვნა და იზოლირება, ტესტირება, ფიზიკური დისტანცირება, ხელების ჰიგიენა, ნიღბების ტარება. სხვადასხვა ქვეყნებში ეფექტურად მუშაობს ე.წ. მობილური აპლიკაციები და სხვა.

რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ჯანმოს წარმომადგენელის დევიდ ნაბაროს ინტერვიუ, სადაც ის აცხადებს, რომ იზოლაციას აქვს მხოლოდ ერთი შედეგი, რომელიც არასდროს არ უნდა დავივიწყოთ – იზოლაცია ღარიბ ხალხს ბევრად უფრო ღარიბს ხდის. ნაბარო დასძენს: ”ჩვენ მიგვაჩნია, რომ იზოლაცია გამართლებულია, მხოლოდ დროის მოგებისთვის, თქვენი რესურსების რეორგანიზაციის, გადაჯგუფების, და დასაბალანსებისთვის, ჯანდაცვის სისტემის მომზადებისთვის და დაცვისთვის. მაგრამ ზოგადად ჩვენ იზოლაციას არ გირჩევთ”.

ნაბაროს ინტერვიუ ბევრმა აღიქვა, ჯანმოს პოზიციის ცვლილებად, რომ გაზაფხულზე “ლოქდაუნი”, იგივე იზოლირება თურმე არასწორე ყოფილა. ნუთუ ვინმე თვლის, რომ მაგალითად ფინეთი იმ განწყობით დაიხურა 2 თვით გაზაფხულზე, რომ აღარასდროს აღარ გაიხსნებოდა და მერე მოიფიქრეს – უი, ეს რა ვქენით, მოდი ახლა გავიხსნათო? ყველა ქვეყანა დაიხურა იმიტომ, რომ გარკვეული ტაიმ-აუტი აეღო და უკეთ მომზადებულიყო. ტაიმ-აუტი კი მუდმივად ვერ გაგრძელდებოდა, ეს ორჯერორია… მგონი.

ნაბაროს ინტერვიუს დიდი პოლემიკა მოჰყვა და ჯანმოს მთავარი კაცის, ჩემის აზრით საკმაოდ ადექვატური რეაქცია სწორედ ამ ინტერვიუს გამოხმაურებაა.

ახლა ჩემგან:

რატომ არის ეს წერილი პოზიტიური? – იმიტომ, რომ ვთვლი ჯანმოს მხრიდან ობიექტური შეფასება და ხედვაა. გამოწვევის ობიექტური შეფასება კი აუცილებელია მასთან გამკლავებისთვის. ლოქდაუნი აღარ შეიძლება, მაგრამ აუცილებელი იქნება ობიექტური და გასაგები რეგულაციები და მისი პასუხისმგებლობით შესრულება. პოლიტიკური პროცესის, ანუ საარჩევნო კამპანიის შეჩერება ამ ეტაპზე მეტ ქაოსს გამოიწვევს, ამიტომ ცესკომ სრულად და დეტალურად უნდა აღწეროს, თუ როგორ აპირებს არჩევნების ორგანიზებას – პრაქტიკულ დონეზე. ხელისუფლების და პოლიტიკური კლასის იმედი, როგორც ერთ რიგით მოქალაქეს საერთოდ არ მაქვს. სკამის გულისთვის ყველაფერს იკადრებენ, ეს გასაგებია. წამყვანი ამ პროცესში აქტიური და გონიერი მოქალაქე უნდა იყოს, რომელიც მგონია, რომ არ გვაკლია.

ყველაფერი კარგად იქნება, აუცილებლად მოვერევით!”

თეგები: კორონავირუსიჯანმო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved