“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი რომან გოცირიძე ქვეყანაში პირველადი მოხმარების პროდუქტების დეფიციტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„შევედი ახლა ჩემს სახლთან მდებარე პატარა მაღაზიაში, ევროპული ბრენდია, შეგნებულად არ ვასახელებ, რადგან მათი ბრალი არ არის, ჩვენი კოლექტიური ინსტიქტის ბრალია. შაქარი არის, ფასი მნიშვნელოვნად გაზრდილია გუშინდელთან შედარებით.
აჟიოტაჟი გამოიწვია უკრაინის მიერ შაქრის გატანის აკრძალვამ. საქართველოში შაქრის იმპორტში უკრაინის, ბელარუსის, რუსეთის ხვედრითი წილი არის მხოლოდ 0,45 პროცენტი ერთად აღებული.
ვინმეს რამეში გამოგდგომიათ წინასწარ ნაგროვები საქონელი? ამოწურავთ და ორმაგ ფასში მოგიწევთ მერე შეძენა. სჯობია ფული შეინახოთ, ისეთი დროა, ვინ იცის, რაში დაგჭირდეთ“ – წერს გოცირიძე.
კომენტარები