• რეკლამა
  • კონტაქტი
02:30, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჯო ბაიდენს მართალია ადამიანური გარეგნობა აქვს, მაგრამ სატანისტურ პოლიტიკას ატარებს! “-რამზან კადიროვი

ალია ავტორი - ალია
18:40 03-26-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
549

„ჯო ბაიდენს მართალია ადამიანური გარეგნობა აქვს, მაგრამ სატანისტურ პოლიტიკას ატარებს“, – ამის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა.

როგორც ტელეგრამზე კადიროვმა დაწერა, რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც პატივს სცემს და იცავს თავის ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მილიონობით მუსლიმის უფლებებს!

კადიროვი ამბობს, რომ არცერთ მუსლიმურ ქვეყანას რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დაუწესებია.

ამასთან, რამზან კადიროვი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტო ყოველთვის ომის წინააღმდეგ გამოდის და სწორედ ამიტომ ის ნობელის პრემიას იმსახურებს.

„ჩვენს დიდ ქვეყანაში, საკანონმდებლო დონეზე, აკრძალულია მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, წმინდა წერილების ტექსტების ექსტრემისტულად აღიარება და ასევე ჩვენი საყვარელი წინასწარმეტყველების შეურაცხყოფა.

კატეგორიულად აკრძალულია ლგბტ და სხვა ანტიადამიანური გარყვნილების პროპაგანდა. ჩვენი სახელმწიფო იცავს მუსლიმთა უფლებებს და დგას თითოეული მორწმუნის უფლებების დაცვაზე ზრუნავს.

ჩემთვის, როგორც მუსლიმანისთვის, სასიხარულოა, რომ მთელმა ისლამურმა სამყარომ მხარი დაუჭირა რუსეთს საყოველთაო ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში! მსოფლიოში არცერთი მუსლიმური ქვეყანა არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.

რუსეთში 30 მილიონი მუსლიმის სახელით მინდა გამოვხატო ჩემი გულწრფელი მადლობა. ყოვლისშემძლე ალაჰი კმაყოფილია. მუსლიმები ყოველთვის დგანან სიმართლის და სამართლიანობის მხარეს.

ბაიდენის, მართალია, მას აქვს ადამიანური გარეგნობა, მაგრამ ატარებს სატანისტურ პოლიტიკას, რომელიც გამწვავებულია დემენციით. რაც შეეხება G7-ს, G20-ს, G30-ს და ასე შემდეგ, ამ ქვეყნებიდან ბევრი იმსახურებს მხოლოდ ამერიკის ექვსეულს!

მე ვამაყობ, რომ მუსლიმი ვარ და ვხედავ, როგორ გაერთიანდა ჩვენთან ყველა მუსლიმი და გამოხატა თავისი ცალსახა პოზიცია დასავლეთის წინააღმდეგ!

ამიტომ, როგორც არ უნდა დაეხმარონ ბაიდენი და მისი მხლებლები კიევის „რეჟიმს“, უკრაინაში „ნაცისტებს“ მაინც არ დავტოვებთ. ვინც ამ ბრძოლაში დაგვიპირისპირდება, სისხლის ცრემლით დაიბანს თავს.

ჩვენ არ გავჩერდებით ამ გზაზე, სანამ მშვიდობა არ დამყარდება მთელ დედამიწაზე. ჩვენი უმაღლესი მთავარსარდალი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყოველთვის მშვიდობისა და ომის წინააღმდეგ დგას და ამიტომ დიდი ხნის განმავლობაში იმსახურებს ნობელის პრემიას!

დასავლეთი, რომელიც განასახიერებს საყოველთაო ბოროტებას, აუცილებლად დაეცემა! და ვინც მის გადარჩენას შეეცდება, მის ნანგრევებში მოკვდება“, – წერს კადიროვი ტელეგრამზე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved