ისრაელმა დაასრულა საკუთარი მოქალაქეებისა და დიპ.კორპუსის გაყვანა უკრაინიდან!
მთელი დღის განმავლობაში კიევიდან თვითმფრინავებით ათასობით უცხოელი გარბის და ამის მიზეზი ჯო ბაიდენის საგანგებო განცხადება გახდა, რომელიც მან დღეს დილით გააკეთა!
გავრცელებული ინფორმაციით, ჯო ბაიდენს აშშ-ის დაზვერვამ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვლადიმერ პუტინმა გადაწყვიტა შეიჭრას უკრაინაში და გადაწყვეტილება, ოფიციალურად გაუგზავნა თავდაცვის სამინისტროს.
როგორც ირკვევა, სწორედ აღნიშნული ინფორმაცია მიწოდა, დღეს ბაიდენმა საგანგებო შეხვედრაზე ევროკავშირის, NATO-ს, კანადის და ბრიტანეთის ლიდერებს.
სწორედ ამიტომ იაპონია, ბრიტანეთი, ნიდერლანდები, ნორვეგია, ევროკავშირი, ლატვია, სამხრეთ კორეა, ისრაელი და სხვა ქვეყნები რიგრიგობით აცხადებენ, რომ საკუთარმა მოქალაქეებმა დაუყოვნებლივ დატოვონ უკრაინა სანამ ჯერ კიდევ არსებობს კომერიციული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების შანსი.
თავად აშშ-ის პრეზიდენტი თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გადაუდებელ შეხვედრას მართავს ვაშინგტონში. დეტალები დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი.
კომენტარები