აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და მისმა მეუღლემ, ჯილ ბაიდენმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ გაიკეთეს.
ჯო ბაიდენმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დელავერის შტატში მდებარე ChristianaCare-ის საავადმყოფოში გაიკეთა.
18 დეკემბერს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა. მაიკ პენსთან ერთად ვაქცინა მისმა მეუღლემ, კარენ პენსმაც გაიკეთა. ვაქცინაციის ღონისძიება თეთრ სახლში გაიმართა.
14 დეკემბერს აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო.
ვიდეო იხილეთ აქ: https://www.facebook.com/watch/live/?v=891477591251855&ref=watch_permalink&t=0
კომენტარები