აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ამერიკელებს სთხოვს, პირბადე 100 დღის განმავლობაში ატარონ. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
შესაბამის მიმართვას ჯო ბაიდენი ინაუგურაციის დღეს გეგმავს. მისი თქმით, ეს ზომა COVID19-ის შემთხვევებს შეამცირებს. ჯო ბაიდენი ასევე გეგმავს გამოსცეს ბრძანება, რომლის თანახმადაც აშშ-ის სამთავრობო შენობებში პირბადის გამოყენება სავალდებულო გახდება.
„ნიღბები უნდა გამოვიყენოთ ასევე სატრანსპორტო საშუალებებში“, – აღნიშნა ბაიდენმა.
კომენტარები