“ნაცმოძრაობის” დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი, რომელმაც გუშინ 8 კოლეგასთან ერთად, შიმშილობა გამოაცხადა, ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ჯიუტი ახირება მკვლელობის მცდელობას ემსგავსება და მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს.
“ერთადერთი მოთხოვნა, ელემენტარული მოთხოვნა, რომელიც არა მარტო ჩვენ, არამედ საზოგადოების უდიდეს ნაწილს აქვს, ვისთვისაც ჰუმანურობა და სამართლიანობა ღირებულია, არის ის, რომ გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში, სადაც შესაძლებელი იქნება მან შეწყვიტოს შიმშილობა და სამედიცინო მომსახურება მიიღოს, რის საშუალებაც ციხის საავადმყოფოში არ არის. ამაზე არაერთი დასკვნა გაკეთდა და არაერთი განცხადება ექიმებისა თუ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ჯიუტი ახირება, რომელსაც ადგილი აქვს “ქართული ოცნებისგან” ემსაგავსება მკვლელობის მცდელობას,”-განაცხადა ბეჟაშვილმა.
კომენტარები