“ქართული ოცნება” ჯინ შაჰინს არასწორ ინტერპრეტაციაში ადანაშაულებს. გია ვოლსკი ამბობს, რომ მოთხოვნა არა დაფინანსების შეწყვეტაზე, არამედ ისეთი პროგრამების დაფინანსების შეწყვეტაზე იყო, რომელიც “ოცნების” წევრის მტკიცებით, “პოლიტიკაშია შეჭრილი”.
შეწყვიტოს დაფინანსება, ასეთი მოთხოვნა არ ყოფილა. შეწყვიტოს ისეთი პროგრამების დაფინანსება, რომელიც პირდაპირ შემოჭრილია პოლიტიკაში და არა მარტო შემოჭრილია, არის რადიკალური მოთხოვნების და რადიკალური ქმედებების არა მარტო მხარდამჭერი, არამედ პირადად ჩამდენი. ჩვენ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს შეფასება არის, რბილად რომ ვთქვათ არაობიექტური”, – ამბობს ვოლსკი.
კომენტარები