• რეკლამა
  • კონტაქტი
23:34, შაბათი, 7 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჯიმ ქერიმ წყალტუბოს NFT ფოტო $40 ათასად იყიდა

ალია ავტორი - ალია
18:27 06-02-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,277

ჰოლივუდის ცნობილმა სახემ, ჯიმ ქერიმ წყალტუბოში გადაღებული NFT ნამუშევარი იყიდა.

მსახიობისთვის ეს პირველი NFT შენაძენია, რომელიც რაიან კუპმანსისა და ალის ვექსელის The Wild Within–ის სერიიდან 20 ETH (39,535$)–ად იყიდა.

“ეს მაშეშებს. გმადლობთ @ryankoopmans ბუნების დახვეწილი და დაუნდობელი ხელახალი გამოგონების ნაზად აღბეჭდვისთვის. ეს ჩემი პირველი NFT–ია”–წერს ჯიმ ქერი Twitter-ზე.

Devotion- “ერთგულება” ეს არის არის ნაწყვეტი რაიან კუპმანსის და ალის ვექსელის პროექტიდან The Wild Within, რომელსაც ახალი სიცოცხლე შემოაქვს წარსული საბჭოთა ეპოქის მიტოვებულ შენობებში.

რაიან კუპმანსმა საქართველოში სტუმრობისას შეისწავლა ნანგრევები და გადაიღო სივრცეები. დაბრუნების შემდეგ კი ალის ვექსელთან თანამშრომლობით, ფოტოები ციფრულ ნამუშევრებად აქცია და მცენარეებით გააცოცხლა. შედეგად მიიღო სიურეალისტური შეჯახება წარსულსა და მომავალს შორის, ისევე როგორც ფიზიკურ და ციფრულ სამყაროებს შორის. პროექტის ფარგლებში კიდევ ბევრი საინტერესო ადგილია გადაღებული, რომლის ნახვაც შესაძლებელია ბმულზე.

პლატფორმა superrare.com, სადაც NFT ნამუშევრები არის განთავსებული, წერს, რომ საბჭოთა კავშირის დროს საქართველოს ქალაქი წყალტუბო იყო პოპულარული სამკურნალო ადგილი, რომელიც განთქმული იყო სამკურნალო წყლითა და მდიდრული სანატორიუმებით. 1940-1980-იან წლებში ათასობით ადამიანი სტუმრობდა, მათ შორის სტალინი და მისი მაღალჩინოსნები მოსკოვიდან. როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, შენობები გაუკაცრიელდა. 90-იანი წლების დასაწყისიდან შენობები ნელ-ნელა იშლებოდა და ოდესღაც გრანდიოზული კლასიკური სტრუქტურები ცარიელდებოდა.

წყარო: ბიზნეს– პარტნიორი.

თეგები: წყალტუბოჯიმ ქერი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved