უფლებადამცველი ბაია პატარაია:
,,ბევრჯერ შემხვდა ღარიბაშვილის წერილების განქიქება. სინამდვილეში, მისი ასეთი დაპირისპირება მდინარაძე-კობახიძესთან არ არის პატარა ამბავი. პირველად ხდება ამ მასშტაბის გახლეჩვა-დაპირისპირება ოცნებაში. ღარიბაშვილს დღემდე დიდი მხარდაჭერა აქვს ოცნების მომხრეებში და ის სწორედ მათ ესაუბრება.
არ დაგვავიწყდეს, რომ მან ამ წერილებით ამხილა მართლმსაჯულების სრული მოშლა, რაზეც ჩვენ კი დიდი ხანია ვსაურობთ, მაგრამ მისგან ეს სხვანაირად ჟღერს, სხვა აუდიტორიაზე გადის, ვისაც ჩვენი არ სჯეროდა, ახლა დაიჯერებს, რადგან ეს მათიანს პირდაპირ შეეხო.
ჯერჯერობით ვერავინ უარყო ქოცმთავრობაში ის, რაზეც ღარიბაშვილი წერს. სამთავრობო მედიები ცდილობენ ამ ამბის მიჩქმალვას, მთავრობას არ აქვს მესიჯბოქსი, მიედ-მოედება, და ახლა უბრალოდ ცდილობენ “გიჟად” შერაცხონ; რაც არადამაჯერებელი სისულელეა.
ივანიშვილს ღიად და პირდაპირ ვერ უპირისპირდება ღარიბაშვილი, რადგან შესაბამისი ძალა არ აქვს, მაგრამ უპირისპირდება დანარჩენ ქოცელიტას, თან უპირისპირდება მეთოდურად, მზარდი წნეხით და არა ერთბაშად.
ღარიბაშვილის აუდიტორია არ ვართ ჩვენ, ღარიბაშვილის აუდიტორია ოცნების ამომრჩეველი და მისი მხარდამჭერები არიან. ამიტომ მოლოდინები გავასწოროთ და ეს კრიზისი სათანადოდ შევაფასოთ. ქართული ოცნების მხარდამჭერებისთვის ეს არის მორალური ხრწნის მაჩვენებელი და ძველი, ერთგული ქოცის ბოლომდე გაწირვა, რაც ძალიან ბევრს არ მოსწონს და აფრთხობს.“











კომენტარები