• რეკლამა
  • კონტაქტი
11:08, შაბათი, 12 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჯერჯერობით ვერ ვხედავთ სერიოზული მეშვიდე ტალღის ნიშნებს – ივანე ჩხაიძე

ალია ავტორი - ალია
13:28 06-29-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
252

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში „ომიკრონის “ახალი ქვეშტამი BA.5 გამოჩნდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ბოლო 1 კვირაში წინა კვირასთან შედარებით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა. 

 

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ, ინფიცირების მატება ახალ შტამს უკავშირდება, თუმცა 1 კვირის მონაცემებს საგანგაშოდ არ თვლის.

„ეს, რა თქმა უნდა, არ არის საგანგაშო მატება. ჯერჯერობით ვერ ვხედავთ სერიოზული მეშვიდე ტალღის ნიშნებს. ამის გათვალისწინება აუცილებელი იყო, რომ  ზაფხულის სეზონი  იქნებოდა კორონავირუსის შემთხვევების მატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორი. ვინაიდან ზაფხული ეს არის უფრო მეტი მობილობა, უფრო მეტი კონტაქტი და მეტი შესაძლებლობა შეხვდეთ ადამიანებს, რომლებიც არ არიან ვაქცინირებული და არ გადაუტანიათ კორონავირუსი. ამ ფონზე კორონავირუსის „ომიკრონის“ მუტაციის გავრცელების რისკი მატულობს“, – აცხადებს ივანე ჩხაიძე.

როგორც იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ამბობს, როგორც კოვიდგადატანილ, ისე აცრილ პირებს კორონავირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტი მაქსიმუმ 6 თვის მანძილზე აქვთ და ამიტომ დამატებითი დოზების გაკეთება ამ სიტუაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ყველა ის ადამიანი, რომელმაც წლის დასაწყისში გადაიტანა „ომიკრონი“, მათში წინააღმდეგობის გაწევის უნარი უკვე 6 თვის შემდეგ გაცილებით დაბალია, ვიდრე იყო კორონავირუსის გადატანიდან პირველი, მეორე, მესამე, თვის განმავლობაში. მცირდება ვაქცინით მიღებული იმუნიტეტი. ივლისის და აგვისტოს განმავლობაში საქართველოში, ადამიანების იმ აბსოლუტურ რაოდენობას, რომლებსაც გადატანილი აქვთ კორონავირუსი, მინიმალური დაცვა ექნებათ რეინფიცირების წინააღმდეგ. იმ ადამიანებს, რომელთაც ჩატარებული აქვთ ვაქცინაცია 2 დოზა ან 2 პლუს ერთი ბუსტერის სახით, მათთვისაც უკვე იმუნიტეტი აღარ იქნება ისეთი ქმედითი, როგორიც იყო მარტისა და აპრილის განმავლობაში“,

თეგები: ივანე ჩხაიძემეშვიდე ტალღაომიკრონი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025

ბიზნესი

ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე
ახალი ამბები

ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე

16:07 07-11-2025
სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი
ახალი ამბები

სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი

16:09 07-10-2025
ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს

15:52 07-10-2025
თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

14:16 07-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved