• რეკლამა
  • კონტაქტი
06:05, ოთხშაბათი, 30 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ჯერჯერობით, პოლიტიკოსები ვერ ბედავენ, მაგრამ თუ ჩართავთ მათ სატელევიზიო არხებს – „მთავარ არხს“, „ტვ პირველს“, „ფორმულას“…”-კობახიძე

ალია ავტორი - ალია
12:18 03-26-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
227
„ჯერჯერობით, პოლიტიკოსები იმდენად ვერ ბედავენ, მაგრამ თუ ჩართავთ მათ სატელევიზიო არხებს – „მთავარ არხს“, „ტვ პირველს“, „ფორმულას“, მათ ეთერებში პირდაპირი თუ ირიბი ძალიან ღია რიტორიკა გვესმის იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო უნდა ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში. რამდენჯერმე პოლიტიკოსებმა სცადეს ამ თემის შემოტანა დისკუსიაში, იგივე უსუფაშვილი, მარგველაშვილი, ისინი ღიად საუბრობენ ომზე, იარაღზე და ა.შ. ჩვენ რომ ვუპასუხეთ, უსუფაშვილს უკან დაწევა მოუწია, მაგრამ მცდელობა იყო. რასაც ღიად ვერ ბედავენ პოლიტიკოსები, მათი ტელევიზიები აკეთებენ, პირდაპირ რუკა ჰქონდათ გაშლილი ამასწინათ და რუკის ფონზე საუბრობდნენ იმაზე, თუ როგორ შეიძლება, შეიჭრას საქართველო სოხუმში და ცხინვალში. – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პოსტივის“ ეთერში.

ეს არის მათი რიტორიკა, ეს არის უდიდესი საფრთხის შემცველი და ამის უკან რა ინტერესი შეიძლება, იდგეს, ყველას კარგად გვესმის, თუმცა, ამ სიღრმეებში არ შევალ, რადგან ძალიან მგრძნობიარე თემაა. ერთი, რაც შეიძლება ცალსახად ითქვას, არის ის, რომ ისინი თავიანთ პოლიტიკურ შანსს ხედავენ საქართველოში ვითარების არევაში და სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვაში. ისინი ვერანაირად ვერ ახერხებენ ხელისუფლების პოზიციების შერყევას და რა თქმა უნდა, საქართველო რომ ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში, ეს ბევრ სხვა სიმძიმესთან ერთად გამოიწვევს იმასაც, რომ შესუსტდება ხელისუფლების სისტემა, რაც მმართველ პარტიაზეც აისახება. ეს არის მათი მიზანი, რაზეც ღიად საუბარს ვერ ბედავენ, თუმცა, ყველა პროვოკაციიდან ჩანს, რომ მათ ახლა ერთადერთი მიზანი ამოძრავებთ, ეს არის ქვეყნის ჩართვა სამხედრო კონფლიქტში, ეს არის ომის პარტია, რაც ჩვენ არაერთხელ გვითქვამს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის

16:28 09-29-2026
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
ახალი ამბები

PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია

15:50 09-29-2026
სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:43 09-29-2026
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ახალი ამბები

შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო

17:51 09-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved