• რეკლამა
  • კონტაქტი
06:21, პარასკევი, 10 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჯერ უნდა გაარკვიო, ხომ არ მიაკითხა მას საეჭვო რეპუტაციის მქონე მეგობარმა ფონიჭალაში წასაყვანად…” – რატი იონათამიშვილი აშშ-ის ყოფილ ელჩს

ალია ავტორი - ალია
14:14 07-17-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

ქართული ოცნების დეპუტატი, რატი იონათამიშვილი FACEBOOK-ზე ეხმაურება საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, უილიამ კორტნის განცხადებას TV პირველის ოპერატორის გარდაცვალებაზე:

მინდა, გამოვეხმაურო საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, უილიამ კორტნის შემაშფოთებელ განცხადებებს ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ყოფილი ელჩი აცხადებს, რომ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების თემა პოლიტიკური მიზნებისთვის შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული.

დამეთანხმებით, რომ ყოფილ ელჩს ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა იმ ქვეყნის მიმართ, სადაც ის წარსულში მსახურობდა. მას ეკისრება პასუხისმგებლობა, რაიმე მოვლენაზე მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთებამდე, მოიძიოს ყველა ინფორმაცია ამ მოვლენის შესახებ.

მაგალითად, როდესაც იგებ, რომ ადამიანი გარდაიცვალა, ჯერ უნდა გაარკვიო, მართლაც ხომ არ მიაკითხა მას საეჭვო რეპუტაციის მქონე მეგობარმა ფონიჭალაში წასაყვანად; ხომ არ აცხადებს ეს მეგობარი, რომ ფონიჭალაში ნარკოტიკული ნივთიერების საყიდლად წავიდნენ; ხომ არ არსებობს კადრები და ხმოვანი ჩანაწერი, რომლებიც ამტკიცებს, რომ მეგობარი გარდაცვლილის ნარკოტიკების ზედოზირებიდან „ნარკანით“ გამოყვანას ცდილობდა; ხომ არ არის კადრები, რომლებიც ამტკიცებს, რომ გარდაცვლილი სახლში ძლიერი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ დაბრუნდა; ხომ არ აღმოჩნდა გარდაცვლილის ორგანიზმში რამდენიმე ნარკოტიკული ნივთიერების კვალი; ხომ არ აღმოჩნდა გარდაცვლილის სხეულზე ინექციის რამდენიმე კვალი და ა.შ.

როდესაც ამ ყველაფრით არ ინტერესდები და აშშ-ის ყოფილი ელჩი უპასუხისმგებლო განცხადებას აკეთებ, ეს ღრმა შეშფოთებას იმსახურებს.

სამართალდამცავი უწყებების დასკვნების ეჭვქვეშ დაყენება იმ პირობებში, როდესაც ამის არავითარი საფუძველი არ არსებობს და როდესაც შეგიძლია ეს დასკვნები შენ სახელმწიფო უწყებებს გადაამოწმებინო, რისი არაერთი პრეცედენტიც გვქონია საქართველოში, არავითარ გამართლებას არ ექვემდებარება.

მოვუწოდებ უილიამ კორტნის, მოერიდოს ქვეყნის შიდა საქმეებში ასეთი უხეში ფორმით ჩარევას და მომავალში განცხადებები უფრო მაღალი პასუხისმგებლობით გააკეთოს.

“ზედოზირების ყალბ ბრალდებას ხშირად იყენებენ ავტოკრატიულ საზოგადოებაში, მაგალითი მახსენდება მოსკოვიდან…” – აშშ-ის ყოფილი ელჩი
თეგები: რატი იონათამიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved