• რეკლამა
  • კონტაქტი
22:35, შაბათი, 24 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჯერ კანონით აგებ პასუხს, მერე უფალი დაგსჯის ხალხის მოტყუებისთვის” – კოტე კემულარია

ალია ავტორი - ალია
17:27 12-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
461

პოლიტიკური გაერთიანება “ტრიბუნას” წევრი, კოტე კემულარია:

“საქართველოს ხელისუფლების პირველი პირი, თავისი მცდარი საჯარო განცხადებების “თაიგულით”, მკვეთრად დაუპირისპირდა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ერთიან, გამოკვეთილ პოზიციას რუსეთის უკრაინაზე თავდასხმასთან
დაკავშირებით.
კამერების წინ შეკითხვაზე-“ვის მხარეს არის პრემიერი: უკრაინის თუ რუსეთის?”, ღარიბაშვილი პასუხობს, რომ
“საქართველოს მხარეს არის”.
ეს პასუხი დადასტურებულად ნიშნავს რომ, ის არარის უკრაინის მხარეს.
რატომ????
რატომ არ არის საქართველოს პრემიერი იმ ქვეყნის მხარეს, რომელსაც ომის გამოუცხადებლად თავს დაესხა რუსული არმია?
ჩვენი პრემიერი ხომ იმ ქვეყანას წარმოადგენს, რომელსაც 2008 წელს, ასევე დაესხა თავს რუსული არმია და დღემდე ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიის 20%.
თუ ჩვენს ხელისუფლებას მართლა სურს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება, რატომ აკეთებს ის გერმანიის პრეზიდენტის შოლცის განცხადების იგნორს? შოლცმა,
ევროკავშირის სახელით, ორი დღის წინ,
ერთმნიშვნელოვნად განაცხადა რომ,
“ვისაც სურს ევროკავშირის წევრობა, უნდა შეუერთდეს ჩვენს სანქციებს და ცალსახად უკრაინის მხარეს უნდა იყოსო”.
უნგრეთი, რომელიც რუსეთის მიმართ რევერანსებით გამოირჩევა, ერთადერთი ქვეყანა აღმოჩნდა, რომელმაც უკრაინისთვის 11 მლრდ ევროს გამოყოფას არ დაუჭირა მხარი. ევროკავშირმა განაცხადა რომ “ის გადალახავს ამ წინააღმდეგობას” და უნგრეთს შეუჩერა
7.5 მლრდ ევროს დახმარება.
უკრაინის მხარეს არდადგომა, ევროკავშირის მიერ განიხილება რუსეთის ფაქტობრივ მხარდაჭერად. თუ ამის გამო
ისჯება წევრი სახელმწიფო-უნგრეთი, წევრობის კანდიდატობის პრეტედენტ საქართველოს, ანალოგიური “რუსეთის საამო” ქცევისთვის, დასჯიან ასევე.
ეს უნდა ჩვენს პრემიერს?
დიახ! ასე ჩანს მისი ქცევიდან.
რაც შეეხება უკრაინაში ქართული ღირსებისთვის მებრძოლი გმირი ბიჭების
შეურაცხყოფას, ეს უკვე, მორალს და ეთიკას კი არა, საღ აზრს სცილდება და ყველამ გაითვალისწინოს რომ,
ეს დაუსჯელი არ დარჩება.
დაუსჯელი არ დარჩება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ არადამიანური მოპყრობის გამო, საპყრობილეში მისი სიკვდილის პირამდე მიყვანა. ხელისუფლება და პირადად მისი მეთაური, პირდაპირ არის პასუხისმგებელი თითოეული პატიმრის სიცოცხლეზე. მითუმეტეს, როდესაც შურისძიების გამო, პოლიტიკური ოპონენტის სიკვდილის პირას მიყვანა ხელისუფლებას ბრალდება. ამაზე, დღეს ევროკავშირმა კიდევ ერთხელ განუცხადა საქართველოს ხელისუფლებას.
საკუთარი გადაცდომების ღმერთზე გადაბარება, ორმაგად ისჯება: ჯერ კანონით აგებ პასუხს, მერე უფალი დაგსჯის ხალხის მოტყუების და არადამიანური საქციელისთვის.”
თეგები: ირაკლი ღარიბაშვილიკოტე კემულარია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved