• რეკლამა
  • კონტაქტი
03:09, კვირა, 9 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ჯერ გაყალბებული არჩევნები „გაუპრავა“ ოპოზიციამ „ოცნებას“, ახლა მზად არიან, ევროკავშირის სტატუსის საბოლოოდ დაკარგვაც „გაუპრავონ“ – გიორგი გუგავა

ალია ავტორი - ალია
19:49 07-28-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
255

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა:

– ხელისუფლება არ ჩერდება და იმ დაანონსებულ კომისიებს ქმნის, რომლებმაც ვითომ საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა იმუშაონ, სხვა და სხვა სფეროში რეფორმები გაატარონ. ოპოზიციის ნაწილი მიჰყვება ამ თამაშში „ქართულ ოცნებას“ და აპირებენ ამ კომისიებთან თანამშრომლობას, მათ წევრობას. ჩემი აზრით, საბოლოოდ, „ქართული ოცნება“ ჩაშლის პროცესს, არანაირი რეფორმები არ გატარდება, ევროკანდიდატის სტატუსზე 2023 წელსაც უარს გვეტყვიან და მერე კომისიის წევრებს დააბრალებენ ყველაფერს. ოპოზიციონერები ამ ფანდს ვერ ხვდებიან, თავს ისულელებენ თუ სხვა მიზეზის გამო მიჰყვებიან წინასწარ წაგებულ თამაშში ხელისუფლებას?  

– მიხვედრაც არ უნდა, ლევან. პირდაპირ გვითხრა ევროკომისიამ, რა უნდა გაკეთდეს რომ სტატუსი მივიღოთ, 12 პუნქტად ჩამოგვიყალიბეს ყველაფერი. იქ ერთი პუნქტია სასამართლოს დამოუკიდებლობა, რაც თავისთავად მოსამართლეთა კლანის დაშლას ნიშნავს. ამათ ადგნენ და ამ კლანის ერთ-ერთი ლიდერი, მიხეილ ჩინჩალაძე ისევ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშნეს, ეს ჯინაზე გააკეთეს. იქ ერთ-ერთი პუნქტია დეოლიგარქიზაცია და ახლა დგანან და ამტკიცებენ, ივანიშვილი არ არის ოლიგარქიო. ღიად აცხადებენ, რომ არაფრის შეცვლას არ აპირებენ და ეს კომისიებიც ბლეფი იქნება. ოპოზიცია რაც პარლამენტში შევიდა, სახე იცვალეს და ეს შემთხვევით არ ხდება. მათგან გარკვეული ძალები რომ ივანიშვილისგან ფინანსდება, ეს ვიცი და დანარჩენებისა რა მოგახსენოთ, არ ვიცი და ვერც მათი ეს უცნაური საქციელი ამიხსნია. რატომ მიყვებიან ამ, მართლა წინასწარ წაგებულ თამაშში, რატომ იღებენ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ბოლოს თუ ევროკანდიდატობას არ მოგვცემენ და მათ დააბრალებენ? ან რა კომისიები აუტყდათ, 15 კომიტეტია პარლამენტში, საქმეს იქ არავინ აკეთებს და თუ რაიმეს სასიკეთოს გაკეთება უნდათ, ადგნენ და იმ კომიტეტებში გააკეთონ. ბოლოს მაინც პარლამენტის მისაღებია ის კანონები, რომელთა მეშვეობითაც ის 12 პუნქტი უნდა შესრულდეს. კი, ბოლოს ყველაფერი ისე დასრულდება, როგორც თქვენ თქვით -„ქართული ოცნება“ ჩაშლის ევროკანდიდატის სტატუსის მიღებას და ოპოზიციას დააბრალებს. ჯერ გაყალბებული არჩევნები „გაუპრავა“ ოპოზიციამ „ქართულ ოცნებას“, პარლამენტში რომ შევიდნენ და ახლა მზად არიან, ევროკავშირის სტატუსის საბოლოოდ დაკარგვაც „გაუპრავონ“. არ ვიცი, ეტყობა ვერ ელევიან იმ სავარძლებს, კომფორტს, რაც პარლამენტში აქვთ – მაღალი ხელფასები, პერსონალური მანქანები და მძღოლები, უფასო ვიზიტები უცხოეთში და ა.შ. იმ უბედურებაში, რაც ქვეყანაში ტრიალებს, პარლამენტში შევარდნილი ოპოზიციის წილიც საკმაოდ დიდია და ამ თამაშის დასრულების მერე, კიდევ უფრო გაიზრდება.

თეგები: გიორგი გუგავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved