• რეკლამა
  • კონტაქტი
10:05, შაბათი, 14 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ჯერ ბიძინა!“ – რას წერს ნიკა ქავთარაძე?

ალია ავტორი - ალია
14:12 04-29-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,076

ემიგრაციაში მყოფი შოუმენი, ნიკა ქავთარაძე:

,,ერთი “განცხადება” მინდა გავაკეთო.
განცხადება იმიტომაა, რომ დისკუსიას არ ვაპირებ ამ თემაზე.

მე ვიცი ერთი რაღაც, 100%-იანი დარწმუნებით – საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, საქართველოს ყველა პატიოსანი მოქალაქის, საქართველოს ეკონომიკის, განათლების, კულტურის,სპორტის, ბიზნესის, ჯანდაცვის, ბავშვების, პენსიონერების, ევროინტეგრაციის, ისტორიის, რაც ვერ ჩამოვთვალე იმისაც და აი, შემდეგ 5 წამში რომ გაბრაზდები , შენიც – მთავარი მტერი არის, ის კრიმინალური ბანდა, რომლის ბოსიცაა რუსი ოლიგარქი – ბიძინა ივანიშვილი.
ეს მჯერავდა მწამს.
შესაბამისად, ყველა, ვისაც ამის სჯერა ჩემსავით, მიმაჩნია “ჩემიანად”.
ამ “ჩემიანებში” არის ათეულობით პოლიტიკოსი, ათასობით ხალხისთვის ცნობილი და პატივსაცემი პროფესიონალი და ასიათასობით საქართველოს მოქალაქე.
რათქმაუნდა ამ რაოდენობის ადამიანს უამრავი რამ განგვასხვავებს.
მაგრამ ვიმეორებ – ყველას გააზრებული (გვ)აქვს საერთო მტრის სახელიც, ძალაც, რაობაც და ესაა მთავარი საერთო.
მე მჯერა დემოკრატიის ძალის და ვფიქრობ, საბოლოო მიზანიც ესაა – საქართველოს მოქალაქეებს დაუბრუნდეს ხმა! ქვეყანაში შედგეს დემოკრატიული არჩევნები. “ჩემიანებმაც” და დანარჩენებმაც გავიგოთ, რა გვსურს. მეტიც გავიგოთ, რამდენს რა გვსურს და ამ შედეგზე დაფუძნებით გაარძელოს ქვეყანამ არსებობა შემდეგ არჩევნებამდე. მერე ისევ თავისუფალი არჩევნები და ა.შ.
თუმცა ახლა არც დემოკრატიაა და არც არჩევნების მინიმალური შანსი.
ამის მიზეზია, ზემოთხსენებული კრიმინალური ბანდა, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით.
ანუ?
ანუ ჯერ ბიძინა უნდა დამარცხდეს და შემდეგ ჩატარდეს არჩევნები.
შესაბამისად, ახლა ჩემთვის სრულიად უინტერესოა “ჩემიანების” შიდა ვნებათაღელვები. უფრო სწორად, თავს არ ვთვლი ვალდებულად, რომ ამ ჩხუბზე/კინკლაობაზე ან “შაირობაზე” ანალიზი ვაკეთო და პანიკა ავტეხო.
იგივეს ვეტყოდი პილიტიკოსებსაც და აქტივისტებსაც. თუ გაერთიანებთ საერთო მტერი, მაშინ არ არსებობს რამე, რაც ამ ერთობას გადაწონის.
და ეს ასე იქნება (ჩემთვის) პირველ დემოკრატიულ არჩევნებამდე, სადაც პარტიებს მათი ფილოსოფიის, წარსულის, გეგმების და პროგრამების მიხედვით ავირჩევთ.
ჩემზე “წუნია” და ირონიული ცოტა მეგულებით. მაგრამ თანამებრძოლს არც ცუდი სიმთვრალის გამო ვაგინებ და არც შავ ფეხსაცმელზე თეთრი ნასკების.
ჯერ ბიძინა!“

თეგები: ნიკა ქავთარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით

11:39 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved