Twitter-ის დამფუძნებელი, ჯეკ დორსი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გადადგომას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNBC-ი ავრცელებს.
ამჟამად ჯეკ დორსი Twitter-ისა და მობილური გადახდების პროვაიდერის Square-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობებს იკავებს.
ამ ეტაპზე გაურკვეველია, ვინ შეცვლის ჯეკ დორსს ან როდის გაკეთდება აღნიშნული განცხადება ოფიციალურად.
ჯეკ დორსი, რომელმაც სოციალური მედიის გიგანტი დააარსა, 2008 წლამდე კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა. ის აღნიშნულ თანამდებობაზე 2015 წელს დაბრუნდა მას შემდეგ, რაც ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, დიკ კოსტოლო გადადგა.
კომენტარები