ორბელიანის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე “ოცნების” მხარდამჭერები არიან შეკრებილები. ყაველაშვილმა სასახლის ტერიტორია რკინის ჯებირებით და მცენარეებით შემოსაზღვრა. ჯერჯერობით უცნობია, რას ემსახურება გადაწყვეტილება. ღონისძიებებისთვის ცალკე სცენაა მოწყობილი.
ორბელიანებს სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოქალაქეებთან მიხეილ ყაველაშვილი არ გამოჩენილა.
ცოტა ხნის წინ ყაველაშვილის სასახლის სიახლოვეს, მშრალ ხიდზე, გაჩნდა ბანერი “კმარა მონობა! კმარა მოთმენა! აჯანყდი!”, თუმცა “ოცნების” მხარდამჭერებმა ბანერი ჩამოხიეს.
კომენტარები