• რეკლამა
  • კონტაქტი
13:15, სამშაბათი, 16 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

JCB-ის ექსკლუზიური წარმომადგენლობა აზერბაიჯანში და მულტიფუნქციური სერვისცენტრი – „თეგეტა“ რეგიონულ გაფართოებას განაგრძობს

ალია ავტორი - ალია
13:02 12-16-2022
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
496

 

  • JCB-ის სტანდარტებით შექმნილი მომსახურების ცენტრი სერვისსა და შოურუმს აერთიანებს. რეგიონის ქვეყნებში ბრიტანული ბრენდის ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელი Tegeta Construcion Equipment-ია
  • 1800 კვადრატული მეტრის ფართობის ცენტრში კომერციულ და სპეციალური დანიშნულების ტექნიკას „თეგეტას“ მაღალკვალიფიციური პერსონალი ემსახურება
  • პროექტის ჯამური ინვესტიცია მილიონ დოლარზე მეტია

აზერბაიჯანის დედაქალაქში „თეგეტა“ წარმომადგენლობას ახალი მულტიფუნქციური ცენტრით აფართოებს. ამიერკავკასიის რეგიონში ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანიის სერვისცენტრი, რომელიც JCB-ის სტანდარტებით აშენდა, სპეციალური დანიშნულების ტექნიკასა და სატვირთო ავტომობილებს მოემსახურება.

ბრიტანულ ბრენდს, რომელიც 800-მდე დილერით მსოფლიოს ოთხ კონტინენტზე საქმიანობს, კავკასიის მასშტაბით „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია Tegeta Construction Equipment ექსკლუზიურად წარმოადგენს. კომპანია აზერბაიჯანულ ბაზარს  JCB-ის სამშენებლო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკით მოამარაგებს და ამასთანავე, მომხმარებელს გაყიდვების შემდგომ სრულ მომსახურებასაც გაუწევს.

ახალი მასშტაბური ცენტრი ბაქოში Tegeta Construcion Equipment-ის დირექტორმა ბაქოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან ერთად გახსნა.

გიორგი ბერიძე, Tegeta Construcion Equipment-ის დირექტორი: „მოხარულები ვართ, რომ სტუმრებს ჩვენს ახალ ცენტრში ვმასპინძლობთ. რამდენიმეთვიანი სამშენებლო სამუშაოები წარმატებით დავასრულეთ და შესაძლებლობა გვაქვს, ჩვენს მომხმარებელს JCB-ის უმაღლესი კლასის სამშენებლო და სპეციალურ ტექნიკასთან ერთად, გაყიდვების შემდგომი სრული მომსახურებაც შევთავაზოთ. „თეგეტას“ წლებია მჭიდრო ბიზნესკავშირები აქვს აზერბაიჯანთან, 2016-ში გავხსენით პირველი წარმომადგენლობა, მიმდინარე წლის მაისიდან კი JCB-ის სპეციალური დანიშნულების ტექნიკას მომხმარებელს ექსკლუზიურად ვთავაზობთ. ახლა უკვე გვაქვს ბრიტანული ბრენდის სტანდარტების შესაბამისი სერვისცენტრი და შოურუმი. ეს გაფართოება საშუალებას გვაძლევს, ერთი მხრივ, განვავითაროთ ბიზნესი, მეორე მხრივ, პრემიუმ ბრენდის ტექნიკის მიწოდებით ხელი შევუწყოთ ადგილობრივი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას“.

მომსახურების ცენტრი თანამედროვე ინფრასტრუქტურით 1800 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს. სამშენებლო სამუშაოები ბაქოში ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. JCB-ის წარმომადგენლობა, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქში განთავსდა, საოფისე სივრცეს, სერვისცენტრსა და შოურუმს აერთიანებს.

გახსნის ოფიციალურ ცერემონიას ესწრებოდნენ „თეგეტას“ ბიზნესპარტნიორები, კორპორაციული მომხმარებლები, ადგილობრივი ხელისუფლების წევრები, აზერბაიჯანში საქართველოსა და ბრიტანეთის საელჩოსა და JCB-ის სათავო ოფისის წარმომადგენლები. მოეწყო საინფორმაციო ტური, პრეზენტაცია სერვისებისა და პროდუქციის შესახებ. ასევე ცენტრის გარე სივრცეში სტუმრებისათვის JCB-ის ტექნიკა იყო წარმოდგენილი.

დავით ენდელაძე, „თეგეტა მოტორს ბაქოს“ დირექტორი: „დღეს ჩვენს სტუმრებს, პარტნიორებსა და კორპორაციულ მომხმარებლებს ახალი ცენტრი დეტალურად გავაცანით. აზერბაიჯანში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და შესაბამისად, იზრდება მოთხოვნა ტექნიკაზე. სამშენებლო სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელებისათვის, სერვისცენტრის გარდა, მომხმარებელს მობილური ჯგუფების დახმარებით ადგილზე მომსახურებასაც გავუწევთ. ეს კი ბიზნესის უწყვეტობასა და საოპერაციო პროცესების ეფექტიანად წარმართვას ნიშნავს. ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, ვმუშაობთ ქსელის გაფართოებაზე და მობილური ჯგუფების რაოდენობის ზრდაზე“.

თანამედროვე დანადგარებით აღიჭურვა უშუალოდ მომსახურების ცენტრი. მულტიბრენდულ შოურუმში კი საავტომობილო პროდუქტების ფართო არჩევანია წარმოდგენილი. 30-ზე მეტი დასახელების ბრენდი საბურავებს, აკუმულატორებს, სათადარიგო ნაწილებსა და საცხებ-საპოხ მასალებს მოიცავს.

„თეგეტას“ მომსახურების ცენტრი და JCB-ის წარმომადგენლობა ბაქოში ქალაქის ინდუსტრიულ რაიონში განთავსდა. სამშენებლო ტექნიკის მწარმოებელი JCB 75 წელია მსოფლიო ბაზარზე ოპერირებს და 150-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს.

—

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია Tegeta Construction Equipment ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. ის ბრიტანული უმსხვილესი სამშენებლო ტექნიკის ბრენდის, JCB-ის ოფიციალური დილერია საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სამშენებლო და საგზაო ტექნიკას სრული საგარანტიო მომსახურებით, ასევე ნებისმიერი სამშენებლო ტექნიკის სერვისსა და სათადარიგო ნაწილებს.

თეგები: თეგეტა მოტორსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

16:13 09-15-2025
თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა

15:40 09-15-2025
ალტიჰატი- ალპური ქოხი ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე – თიბისი
ახალი ამბები

ალტიჰატი- ალპური ქოხი ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე – თიბისი

15:07 09-15-2025
„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა
ახალი ამბები

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა

13:12 09-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved