• რეკლამა
  • კონტაქტი
07:15, შაბათი, 27 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი მთავარი

ჯარჯი წიკლაური: ადვოკატის გამოსვლაში არც ერთი სამართლებრივი საფუძველი და არგუმენტი არ მოგვისმენია, რის გამოც სასამართლოს აცილებას ითხოვენ

ალია ავტორი - ალია
16:21 11-10-2021
- მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

ჩვენ უკვე დავაფიქსირეთ პოზიცია, დაახლოებით ნახევარი საათია ვუსმენთ ადვოკატების ე.წ. დასაბუთებას აცილებაზე. არც ერთი სამართლებრივი ნორმა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის არც ერთი მუხლი არ მიუთითებიათ, რის საფუძველზე ითხოვენ სასამართლოს აცილებას. არც ერთი სამართლებრივი საფუძველი და არგუმენტაცია არ მოგვისმენია, მიუხედავად ამ ხანგრძლივი გამოსვლისა. ამის შესახებ საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის ეპიზოდზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა.

პროკურორის თქმით, მათ ბექა ბასილაიას მხრიდან ისტორიული წიაღსვლები და ამ გარემოებების ხელოვნური დრამატიზება მოისმინეს.

სასამართლო პროცესზე ადვოკატმა ბექა ბასილაიამ კითხვით მიმართა ჯარჯი წიკლაურს, რომ პროკურორი შემთხვევით შიმშილობის დრამატიზებაზე ხომ არ საუბრობს, რაზედაც პროკურორმა უპასუხა, რომ ყალბი პათეტიკა საჭირო არ არის.

„თქვენ ხელოვნურ დრამატიზებას ახდენთ საკითხების. არ გინდათ ეს ყალბი პათეტიკა. არ არის საჭირო, ბატონო ბექა, ეს ხომ არ არის რაღაც ქუჩის საპროტესტო აქცია, ხომ?  თქვენს გამოსვლაში, არც ერთი საფუძველი, ნორმა, მუხლი არ მიგითითებიათ, რის საფუძველზე აყენებთ აცილების შუამდგომლობას“ – აღნიშნა ჯარჯი წიკლაურმა. 

პროკურორის თქმით, ერთადერთი მიზეზი, რატომაც დაცვის მხარე ცდილობს, რომ სასამართლოს აცილება დააყენოს, არის ის, რომ მათ არ აწყობთ და არ მოსწონთ ცალკეული სასამართლოს გადაწყვეტილება. 

„ამდენად მიგვაჩნია, რომ აღნიშნული შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს“, – განაცხადა პროკურორმა.

თეგები: პროკურატურა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved