ფოტო – მთვარი არხი
გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამ უკვე ყოფილ სამხედროს, მიხეილ დოიჯაშვილის, რამაზ გოგიძეს და ზურაბ ვაშაგაშვილის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
მათ ბრალად ჯგუფურად ჩადენილი ძალადობა და თვითმკვლელობამდე მიყვანა ედებათ.
საქმე ეხება კაპრალ ირაკლი აფრიამაშვილის საქმეს. ბრალდებულების ადვოკატი ამბობს, რომ ყოფილმა სამხედროებმა გაიგეს, რომ გარდაცვლილს ჰქონდა მიმოწერა მათი მეგობრის მეუღლესთან და მასთან ამის გასარკვევად მივიდნენ.
გამოძიება ამბობს, რომ თვითმკვლელობამდე კაპრალი ირაკლი აფრიამაშვილი, 11 იანვარს, მისმა კოლეგებმა სასტიკად სცემს და სამხედრო ნაწილში, არაფორმალური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ.
გამოძიებია ამტკიცებს, რომ სასტიკად ნაცემი და ნაწამები დაზარალებული, სამ სამხედროს შემთხვევის ადგილიდან გაექცა და მოგვიანებით იგი ჩამომხრჩვალი იპოვეს.
ამ ვერსიას არ ენდობა გარდაცვლილის ოჯახი, ჯარისკაცის დედა დარწმუნებულია რომ მისი შვილი ცემით მოკლეს, კვალის დაფარვის მიზნით კი პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა თვითმკვლელობის ინსცენირება მოაწყვეს.
“დამნაშავეები უნდა დაისაჯონ, ამდენი ხანი ფაქტობრივად, 18–ში ხდება 40 დღე, რაც ირაკლი გარდაიცვალა და დამნაშავეები არ იყვნენ დაკავებულები. როგორც კი დავინახეთ ირაკლი, იმ წუთასვე ჩვენ ერთხმად ყველამ ვთქვით, რომ ნამდვილად ძალადობის კვალი ეტყობოდა. ჩარტყმული ჰქონდა ბლაგვი საგნით საფეთქელში, ცხვირში, ყბაში, სახეზე ეტყობოდა დაზიანებები…. გატეხილი იყო თავი”, – ამბობს ჯარისკაცის ოჯახის წევრი მედიასთან.
კომენტარები