• რეკლამა
  • კონტაქტი
13:40, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჯარიმები 120 ლარიდან 3000 ლარამდეა – საყურადღებო ინფორმაცია

ალია ავტორი - ალია
12:48 02-17-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,540

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ყოველთვიურ გამოცემაში „ჩვენი სოფელი“ მოქალაქეების საყურადღებოდ თევზაობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

კერძოდ, განმარტებულია, თუ რომელ ადგილებში და რა საშუალებებით არის თევზაობა აკრძალული.

თევზაობის მოყვარულებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ აკრძალულია თევზჭერა ელექტროსადგურების მიმყვან და გასავალ არხებში, კაშხლებთან და რაბებთან არაუახლოეს 500 მეტრისა, კაშხლებთან არსებულ თევზგამტარ არხებში და სხვა.

აკრძალულია თევზჭერა ისეთი საშუალებებით, როგორიცაა:

ელექტროდენი

ელექტროშოკური აპარატი

თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოები

ცეცხლსასროლი იარაღები

სახლართი ბადე

ე.წ. ეკრანბადე

მოსასმელი ბადე

სხვა არასპორტულ-სამოყვარულო თევზჭერის ბადე

იარაღები

ნებისმიერი სახის ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებები

ასევე, იკრძალება თევზჭერა შიდა წყალსატევებში დევნისა დაფრთხობის ხერხებით, წყალსატევების ხერგვითა და შრეტით.

სტატიაში მოცემულია ინფორმაცია სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმებისა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ.

„მთელი წლის განმავლობაში ნებადართულია მხოლოდ სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერა ანკესით. გამკაცრებული კანონმდებლობა და სანქციები იმის მიხედვით, თევზჭერის რა საშუალებაა გამოყენებული უკანონო თევზჭერისას და რა რაოდენობის თევზია დაჭერილი, სხვადასხვა ოდენობის ჯარიმა მოქმედებს. მნიშვნელოვანია ისიც, რა ადგილებში ხდება თევზჭერა და რა პერიოდში.

ჯარიმები 120 ლარიდან 3000 ლარამდე მერყეობს. პარალელურად, სამართალდამრღვევს ჩამოერთმევა მოპოვებული თევზი და თევზჭერის იარაღი.

ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, ასაფეთქებელი ან მომწამლავი ნივთიერებით ან თევზის მასობრივი განადგურების სხვასაშუალებით თევზჭერის შემთხვევაში, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება. აღნიშნული სამართალდარღვევა ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 320-დან 400 საათამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.

ბოლო პერიოდში, ბრაკონიერობის პრევენციისა და შემაკავებელი გარემოს შექმნის მიზნით, მნიშვნელოვნად დაიხვეწა და გამკაცრდა კანონმდებლობა. ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში და უკანონო თევზჭერის ფაქტების რაოდენობას მკვეთრად შეამცირებს.

1-ლი ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ცვლილებები, რომლის თანახმად, „ელექტროშოკური აპარატი“ „თევზჭერის ელექტრო იარაღად“ დაკვალიფიცირდა და მისი უკანონო ბრუნვა მკაცრად დარეგულირდება – სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გადაცემა ან გასხვისება გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით.

იმავე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ჯარიმა ორმაგდება. თევზჭერის ელექტრო იარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება კი, გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით.

განმეორების შემთხვევაში ჯარიმა ამ შემთხვევაშიც გაორმაგდება და 6 000 ლარი იქნება.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს ითევზაონ კანონის დაცვით, ხოლო კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა,ანონიმურობა დაცულია), რათა შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს“, – აღნიშნულია სტატიაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved