სამოქალაქო აქტივისტი, დომენიკ მანგო:
“ზურა ჯაფარიძე უწმაწურ სიტყვებს იმიტომ კი არ ხმარობს, რომ სიტყვათა მარაგი აკლია და არ შეუძლია აზრის ეთიკურად ჩამოყალიბება, არამედ იმიტომ, რომ იცის ჩვენი ხალხის განვითარების დონე და იცის, რომ ამ ხალხში უფრო მეტი უცოდინარი და განუვითარებელია. ამით ცდილობს უფრო “ახლობლად” წარმოაჩინოს თავი, სწორედ ამიტომ იყენებს ამ ლექსიკას. ზოგადად ეს ტაქტიკა ბრბოსთან ურთიერთობისთვის სოციოლოგიაში და პოლიტიკაში მართებული სვლაა, მაგრამ მე უფრო მეტად ის ახალგაზრდები მეცოდებით, ვინც მართლა ბრბო ხართ და ასე უნდა მოგიდგნენ. ანუ თამასა დაწიონ იმისთვის, რომ თქვენთვის საინტერესოები იყვნენ”
კომენტარები