• რეკლამა
  • კონტაქტი
00:15, ორშაბათი, 29 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჯანსუღმა მასწავლა, “ტყვია” მიზანში მოსახვედრია, თავისუფლება ისე არ მოდის…” – ჩარკვიანი

ალია ავტორი - ალია
13:55 05-20-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
748

დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი:

“ამ წამს ვუპასუხე ერთ “კეთილისმოსურნე” ოპონენტს , რომელმაც მითხრა ” თქვენგან ეთიკის ჩარჩოს დარღვევა გამიკვირდაო” ჰოდა …. მინდა კიდევ თუ არიან “გაკვირვებულებს “ვუთხრა: არასოდეს არც ერთ პარტიაში არ ვყოფილვარ, არასოდეს! ერთი პარტია მაქვს -საქართველო ჰქვია , ყველა ხელისუფლების დროს ვარ -ვიყავი ოპოზიციაში და სწორად ვიყავი დანაშაულებრივი სამართლებრივი სისტემის გამო, რომელიც ამ ” ოცნების” ხელისუფლებამ დანაშაულებებით გააღრმავა, (და თან ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის დროს აშენებული რაც ჰქონდა მას სახელმწიფოს განვითარების გზაზე ყველაფერი ყველა ინსტიტუცია ჩამოშალეს, ჩამოგვალეწეს) რადგან ჩემთვის ქვეყნის კურსის ცვლა რუსეთისკენ, უუუპირველესი დანაშაულია. შენ ხომ ჯანსუღის შვილი ხარო და არ გეკადრება არაეთიკურად ისაუბრეო, ტონალობა დამიწუნა,
ბატონო თუ ქალბატონო ( არ ვიცი როგორ მოგმართოთ, ფბ-ში სახეს მალავთ და), ჯანსუღის შვილი რომ ვარ, ამიტომ განვიცდი ასე ძალიან საქართველოს ბედ-იღბალს, სიტყვის თავისუფლებაზე “საბჭოურ დარტყმას”, კორუფციას და მოსალოდნელ რუსულ ორბიტაზე საქართველოს გადაბარებას, ჩატოვებას რუსულ ჭაობში, შერჩევით სამართალს, რადგან სწორედ ჯანსუღმა მასწავლა ჯერ კიდევ 1972 წელს, გარეთ ფოთოლი, რომ არ შრიალებდა თავისუფლების და ის ჰიმნს რომ უძღვნიდა თავისუფლებას და “ტყვია” მიზანში მოსახვედრია, თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრიაო” რთული იყო თქმა იმ დროს, მაგრამ ამბობდა, ასე მასწავლა ჯანსუღმა, მამაძაღლების, კორუფციონერების, კოლაბორაციონალების და სამშობლოს ფულზე გამყიდველების არაო, “ლომთა ხვედრიაო” ძლიერების, ვაჟკაცების, ნაღდების, პატრიოტებისო.
“ვითმენდი და ახლა გადავწყვიტე და მოგწერეო” მწერთ. და რატომ ითმენდით ამდენ ხანს რას წვალობდით?! ნეტავ ადრე მოგეწერათ და გეტყოდით, რომ ჩემთვის ყველა ფულის მონა ერთი ნაგავია სამშობლოს ფასი ვინც არ იცის, მათთან კი -ქვეყნის გადამბარებლებთან ენის მოჩლექვით საუბარს არ ვაპირებ!!!!როგორ ” ჩავაბარო” ჩემი ქვეყანა რუსეთს ” ეთიკურად” , ” ნარნარად” , აუღელვებლად , როგორ?! ბატონო მასწავლეთ?!
P.S
ყველაზე ცუდი სიტყვა კი , რაც ოდესმე ჩემი პირიდან სახალხოდ ეკრანიდან წარმოთქმულა- სიტყვა “ჩარჩია” , არასოდეს ოდესმე ეთიკა არ დამირღვევია და ეს სიტყვა “ჩარჩი” ორი დღის წინ ვუწოდე ჩემი სამშობლოთი ” მოვაჭრეს”!!!!!
დიახ ასეა, ქვეყნის სახელმწიფოებრიობით მოვაჭრეს ვუწოდე!”
თეგები: თაკო ჩარკვიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved