• რეკლამა
  • კონტაქტი
06:16, ორშაბათი, 12 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჯანმრთელობას ვუსურვებ, მაგრამ ის შერცხვენილი მინისტრია! – პალამენტარი ალეკო ელისაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:21 02-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
56

პარლამენტარმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულს სხდომაზე განაცხადა:

„გახსოვთ, ალბათ 2012 წელს რით ვიყავით მთელი ქვეყანა აღშფოთებულები-უსამართლობით. არ ვმალავდი, რომ მაშინ ვიყავი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, რადგან მიმაჩნდა, რომ ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, სამართალი დაისადგურებდა ამ ქვეყანაში. ყველაზე ჯოჯოხეთურ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ უსამართლობის სიმბოლო მოსამართლე, ბატონი მურუსიძე უვადო მოსამართლე გახდებოდა. ეს არის „ქართული ოცნების“ შეგნებული დანაშაული. ამიტომ ვარ ოპოზიციონერი, თორემ ვიქნებოდი მშვიდად „ქართულ ოცნებაში“ რამე თბილ თანამდებობაზე.

ყველაზე მეტად სამართლიანობის აღდგენის კუთხით ბიძინა ივანიშვილზე მეტად მეიმედებოდა ერთი გოგო, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში მუშაობდა და რომელსაც იმ არხებზე, სადაც მე ვმუშაობდი-„მაესტროსა“ და „კავკასიაზე“, ლამის ხოტბას აღვუვლენდი ხოლმე, ისე მეიმედებოდა. ამ ადამიანს სწორედ იუსტიციის მინისტრობა ჩააბარა „ქართულმა ოცნებამ“. ყველაზე დიდხანს მინისტრად მან გაძლო და რა მივიღეთ? პოლიტიკური მართლმსაჯულება კი არა, სამარცხვინო მართლმსაჯულება, სამარცხვინო პროკურატურა და სასამართლო, რომლის შედეგებზეც ახლა ვმსჯელობთ.

ჯანმრთელობას ვუსურვებ თეა წულუკიანს, მაგრამ დღეს კიდევ ერთი გამაოგნებელი რამ ხდება დღის წესრიგში. ადამიანს, რომელმაც ჩააფლავა მართლმსაჯულება, სამართალი, ახლა ცალკე სამინისტროს ვუქმნით. ამ გაღატაკებულ, გასაცოდავებულ ქვეყანაში რას ვაკეთებთ. კიდევ ცალკე სამინისტროს ვქმნით, ცალკე კომიტეტს. ამ შენობის მიღმა, „ქართული ოცნება“ რეალობას, როგორც ჩანს, ვერ აღიქვამს. კორონავირუსმა კიდევ უფრო გააღატაკა ჩვენი ქვეყანა. წულუკიანისთვის, ამ შერცხვენილი მინისტრისთვის, სამართლიანობის დამსამარებლისთვის კიდევ ცალკე სამინისტროს შექმნა იქნებოდა?!”

თეგები: ალეკო ელისაშვილითეა წულუკიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved