ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, დღეს, 7 მაისს ჩინური ვაქცინა Sinopharm-ი საგანგებო გამოყენებისთვის დაუშვა. ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.
„ჯანმომ გადაუდებელი გამოყენების ჩამონათვალში Sinopharm-ის ვაქცინა შეიყვანა. ის მეექვსე ვაქცინაა, რომელმაც მიიღო ჯანმოს ავტორიზაცია უსაფრთხოების, ეფექტურობისა და ხარისხის კუთხით“, – განაცხადა ჯანმოს დირექტორმა.
საქართველოში ჩინური „სინოფარმით“ ვაქცინაცია 4 მაისს დაიწყო.
კომენტარები