ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ინფექციის სამკურნალოდ ორ ახალ პრეპარატს – ბარიციტინიბსა და სოტროვიმაბს – რეკომენდაცია გაუწია.
განცხადება ჯამო-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
ბარიციტინიბი არის სინთეზური პრეპარატი, რომელიც რეკომენდებულია მძიმე ან კრიტიკული დაავადების მქონე პაციენტებისთვის კორტიკოსტეროიდებთან ერთად.
მონოკლონური ანტისხეულების პრეპარატი სოტროვიმაბი რეკომენდებულია კორონავირუსის მსუბუქი კურსის მქონე ადამიანებისთვის.
ამავდროულად, წამლების ეფექტურობა ახალი ვარიანტების, კერძოდ, ომიკრონის შტამის წინააღმდეგ, ჯერ არ არის დადგენილი და რასაკვირველია, მათი მიღება, ექიმის რჩევის გარეშე, დაუშვებელია.
კომენტარები