• რეკლამა
  • კონტაქტი
11:11, ორშაბათი, 12 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ჯანდაცვის სექტორს ჯერჯერობით აქვს რესურსი, რომ მზარდი შემთხვევები მართოს“ – თამარ გაბუნია

ალია ავტორი - ალია
12:26 08-03-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

„სისტემის მაქსიმუმი დაახლოებით 8 ათასი საწოლია, რომელიც შეგვიძლია კოვიდის მიზნებისთვის გამოვიყენოთ და ასევე, ყოველდღე დაემატება კოვიდსასტუმროები. დღევანდელი მდგომარეობით, ჯანდაცვის სექტორი ამ სიტუაციას მართავს“ – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„დამატებითი მობილობის შეზღუდვა ისევ შეიძლება დადგეს დღის წესრიგში, თუ ჯანდაცვის სექტორის შესაძლებლობა იქნება კრიტიკული. ჯერჯერობით ჯანდაცვის სექტორს აქვს რესურსი, რომ მზარდი შემთხვევები მართოს, როგორც ბინაზე, ასევე ჰოსპიტალში. მომდევნო კვირის განმავლობაში ჩატარდება დამატებითი კონსულტაციები, ანალიზი და შემდეგ შესაძლებელია ვიფიქროთ მობილობის სხვა ტიპის რეგულაციაზე.“ – განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, კორონავირუსის გავრცელების მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოა თბილისი, რადგან მეტი დატვირთვა და შემთხვევების გამოვლენა სწორედ დედაქალაქზე მოდის.
შეგახსენებთ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში მხოლოდ თბილისში კორონავირუსით ინფიცირების 2297 ახალი ფაქტი გამოვლინდა. გარდა ამისა, გაბუნიამ ვაქცინაციის პროცესზეც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროგრამის სწრაფი გაფართოება. „გუშინ განხორციელდა 16 000-ზე მეტი აცრა. ბოლო პერიოდში ვაქცინაციის ყოველდღიური საშუალო მაჩვენებელი არის დაახლოებით 15 000, რაც სამჯერ მეტია, ვიდრე გასული კვირების განმავლობაში, თუმცა ჩვენი მიზანია სულ მცირე 25 000 აცრა ყოველდღიურად. ემატება ეტაპობრივად სამედიცინო დაწესებულები, რითაც ვაქცინაციის პროცესი კიდევ უფრო გააქტიურდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!

00:00 10-10-2026
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved