• რეკლამა
  • კონტაქტი
04:58, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

„იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე“ –  თეგეტას კამპანიაში მომხმარებლები ჩაერთნენ

ალია ავტორი - ალია
15:47 08-11-2022
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
303

 

„ქუჩა სანაგვე ყუთი არ არის“, „სავალი გზა ქვეითებსაც სჭირდებათ“, „გასაფრთხილებლად ერთხელ დასიგნალებაც საკმარისია“, „სასწრაფოს შენზე მეტად ეჩქარება“ – ამ და სხვა მნიშვნელოვანი მესიჯების გავრცელების ინიციატივა საკუთარ თავზე თეგეტას ახალი კამპანიის ფარგლებში მომხმარებლებმაც აიღეს. ავტომფლობელებს, რომლებიც კამპანიის იდეას იზიარებენ და სურთ, წვლილი შეიტანონ საგზაო მოძრაობის კულტურის გაუმჯობესებაში, კამპანიის ფარგლებში შექმნილი ახალი საგზაო ნიშნების მანქანის სტიკერები დაურიგდათ. ამ ჟესტით ისინი კამპანიის ამბასადორები ხდებიან და  ყოველდღიურად შეახსენებენ თანამოქალაქეებს მათთვის ყველაზე აქტუალური კულტურული ნორმების შესახებ.

გიორგი გაფრინდაშვილი, ავტომფლობელი: „სიამოვნებით ჩავერთე „თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიაში. ქალაქში გადაადგილებისას ბევრ პრობლემას ვაწყდები და ვფიქრობ, რომ ყველა მესიჯი, რაც კამპანიის ფარგლებში გავრცელდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი ავტომობილისთვის ავარჩიე სტიკერი: „ქუჩა სანაგვე ყუთი არ არის“. ეს პრობლემა ერთნაირად აქტუალურია როგორც ქალაქში, ისე ქალაქგარეთ გადაადგილებისას. ძალიან ხშირად მხვდებიან მძღოლები, რომლებიც სიგარეტის ნამწვებს ან სხვა სახის ნარჩენებს გაუაზრებლად ისვრიან მანქანიდან. მინდა მოვუწოდო მათ, დაიცვან სისუფთავე, ნუ დაანაგვიანებენ ქუჩებს და იზრუნონ მოძრაობის კულტურაზე“.

კამპანიაში ჩართვის სურვილი 500-ზე მეტმა მომხმარებელმა გამოთქვა, იდეის მხარდაჭერისთვის თითოეულ მათგანს საჩუქრად „თეგეტა მოტორსის“ 25%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი გადაეცა.

ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „თეგეტასთვის ზრუნვა და განვითარება საკვანძო ღირებულებებია. როგორც რეგიონის წამყვანი კომპანია ავტოინდუსტრიაში, მუდმივად ვზრუნავთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს სფერო ახალ საფეხურზე ავიყვანოთ. გარდა ამისა, ყოველთვის ვცდილობთ, ბრენდის ეს ხედვა კონკრეტულ აქტივობებში გამოვხატოთ და საერთო მიზანს საზოგადოების ჩართულობით მივაღწიოთ. სწორედ ამიტომ ვიგრძენით პასუხისმგებლობა, რომ საგზაო მოძრაობის კულტურის შესახებ, თანამოქალაქეებთან ერთად, დისკუსია წამოგვეწყო და რეალობა უკეთესობისკენ შეგვეცვალა. გვიხარია, რომ თანამოაზრეები ჩვენს მომხმარებლებს შორისაც მრავლად გამოგვიჩნდნენ, რადგან გვჯერა, რომ ძირეული ცვლილებები ერთეული ადამიანების ერთიანი ძალისხმევით მიიღწევა“.

„იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე“ კამპანიის მხარდამჭერებს „თეგეტა მოტორსის“ ვაუჩერებით სარგებლობა როგორც სერვისზე, ისე ნებისმიერ სასურველ ავტოპროდუქტზე წლის ბოლომდე შეუძლიათ.

შეგახსენებთ, რომ „თეგეტა ჰოლდინგის“ ახალი კამპანია „იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე“ ივლისში დაიწყო და მისი მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და საგზაო მოძრაობის კულტურის გაუმჯობესებაა. კამპანიის ფარგლებში შეიქმნა და გავრცელდა უჩვეულო საგზაო ნიშნები, სიმბოლოები, რომლებიც როგორც მძღოლების, ისე  ქვეითების მანკიერ ქმედებებს წარმოაჩენს და ადამიანებს მეგობრულად შეგვახსენებს, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ საერთო სიკეთისთვის ქვეყანაში საგზაო კულტურა გავაუმჯობესოთ.

 

 

თეგები: თეგეტა მოტორსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved