ხარკოვის რეგიონში იზიუმისთვის ბრძოლაში, ლეგენდარული უკრაინელი მებრძოლი იაშკა ციგანკოვი დაიღუპა.
“მან იცოდა, რომ ომი იქნებოდა და ჩვენს გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარებოდა. მან თავი ხალხისთვის გაწირა”, – ასე გამოეხმაურა ციგანკოვის დაღუპვას უკრაინელი ჟურნალისტი, იური ბუტუსოვი. გარდაცვალებიდან რამდენიმე დღით ადრე, უკრაინელი ჯარისკაცის ბოლო Facebook პოსტი სწორედ ქალაქ იზიუმს ეხებოდა, მებძოლი ქალაქისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას ითხოვდა. აღსანიშნავია, რომ დაღუპულ უკრაინელ სამხედროს, თავის Facebook გვერდზე ე.წ. ქავერ ფოტოდ 2008 წლის აგვისტოს ომის გმირის, გიორგი ანწუხელიძის ფოტო ჰქონდა დაყენებული. ფოტოზე კი, რომელსაც UNIAN ავრცელებს, იაშკა ციგანკოვს ქართული ჯარის ფორმა აცვია, საქართველოს დროშის ნიშნით.
კომენტარები