ივნისისთვის ყველა ევრორეკომენდაციის შესრულება დასრულებული იქნება, გარდა ერთისა – დეპოლარიზაციის რეკომენდაციისა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობსეკის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
„როდესაც საქართველოს ევროკომისიამ შესასრულებელი რეკომენდაციების ჩამონათვალი მისცა, ჩვენ მყისვე ჩავერთეთ ამ პროცესში. ივნისისთვის ყველაფერი დასრულებული იქნება, ერთი რეკომენდაციის, დეპოლარიზაციის გარდა. დეოლიგარქიზაციის საკითხზე, ჩვენ გამოცდილება უკრაინიდან მივიღეთ, მათ ეს კანონი დაახლოებით ორი წლის წინ მიიღეს და სხვა ქვეყანას ამ მიმართულებით გამოცდილება არ აქვს. კანონპროექტი გავაგზავნეთ ვენეციის კომისიაში, მათგან მოსაზრებები მივიღეთ და მიმაჩნია, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. მიუხედავად ამისა, ჩვენ გარკვეული კრიტიკაც მოვისმინეთ, რომ საქართველოს არ სჭირდება ეს კანონი, თუმცა ვერ ვხვდები რატომ აღარ გვჭირდება, თუ წინა წლებში გვჭირდებოდა?! რეალურად, როგორც კი მივიღებთ ამ კანონს, ყველაფერი გარკვევა და მოვხსნით მისტიკას ამ ბრალდებებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
კომენტარები