• რეკლამა
  • კონტაქტი
16:12, ოთხშაბათი, 27 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ივანიშვილთან დაკავშირებული 11 ოფშორული კომპანია, რომლებიც თავის მხრივ 27 ქართულ კომპანიას ფლობენ – სია და დეტალები

ალია ავტორი - ალია
20:32 06-11-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
111

აღმოჩენილია, 11 ოფშორული კომპანია რომელიც “ქართული ოცნების” ყოფილ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული.  საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო-ს ინფორმაციით, ეს 11 კომპანია, თავის მხრივ, 27 ქართულ კომპანიას ფლობს.

2011-2020 წლებში ოფშორული ტერიტორიების მქონე ქვეყნებიდან საქართველოში 5.2 მლრდ აშშ დოლარამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც ამ პერიოდის მთლიანი უცხოურო ინვესტიციების 38%-ია.

კვლევის ფარგლებში მოხერხდა ისეთი 11* ოფშორული კომპანიის იდენტიფიცირება, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული. ეს 11* კომპანია, თავის მხრივ, 27 ქართულ კომპანიას ფლობს.

2012-2020 წლებში 6 ოფშორულ კომპანიას პირდაპირი პრივატიზაციის წესით სახელმწიფო ქონება გადაეცა, მათ შორის სამს, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად. 15-მა ოფშორულმა კომპანიამ სახელმწიფო ქონება აუქციონის გზით მიიღო. ამ ქონების საპრივატიზაციო ღირებულება დაახლოებით 77 მლნ ლარია.

ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ოფშორული კომპანიებია:

  1. „Finseck Limited“ (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები), რომელიც საქართველოში ფლობს 4 კომპანიას: შპს „ექსპრეს-სერვისი“, შპს „ლიზინგი ოცდამეერთე“, შპს „თხილის განაშენიანების და გადამუშავების კომპანია“, შპს „კომპლექს-სერვისი“;
  2. „Vanity Overseas“ (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები), რომელიც საქართველოში ფლობს 2 კომპანიას: შპს „მადა“, შპს „აკვა ცენტრი“;
  3. „Gilmar Holding“ (ბელიზი), რომელიც საქართველოში ფლობს 2 კომპანიას: შპს „ჰოლდინგი ოცდამეერთე“, შპს „ქართული ჰოლდინგი“;
  4. „Krista Investments Limited“ (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები), რომელიც საქართველოში ფლობს  1 კომპანიას: შპს „სათესლე და სარგავი მასალის წარმოების სამეცნიერო-საწარმოო ცენტრი აგრო ქართუ“;
  5. „Ringold Finance Limited“ (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები), რომელიც საქართველოში ფლობს  2 კომპანიას: შპს „ჰორიზონტი“, შპს „ახალი სერვისი“;
  6. „Limestone Finance International SA“ (პანამა), რომელიც საქართველოში ფლობს  7 კომპანიას: შპს  „ახალი კაპიტალი“, შპს „სანაპიროს ხედი“, შპს „ქართუ კონსალტინგი“, შპს „აბასთუმანი 2019“, შპს „ჯეოფერტ“, შპს „ბლექ სი არენა“, შპს „ინვესტ კაპიტალი“;
  7. „Fresno Management Limited“ (ბელიზი), რომელიც საქართველოში ფლობს  3 კომპანიას: შპს „ინტერ კონსალტინგ+“, შპს „ქართუ მენეჯმენტი“, შპს „ქართუ მშენებელი“;
  8. „Vasilia Enterpreises“ (ბელიზი), რომელიც საქართველოში ფლობს  2 კომპანიას: შპს „ფინსერვისი-XXI“, შპს „ფინ-სერვისი“;
  9. „Tarpan Management Limited“ (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები), რომელიც საქართველოში ფლობს  2 კომპანიას: შპს „ინტერ-სერვისი“, შპს „მენეჯმენტ სერვისი“;
  10. „Frankston International“ (პანამა), რომელიც საქართველოში ფლობს  1 კომპანიას: შპს „ჯი სი ეფ ჰოლდინგს ჯორჯია“ (თანაინვესტირების ფონდი).
  11. * „Brightstone Finance Limited“ (ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები), რომელიც საქართველოში ფლობს  1 კომპანიას: შპს „ევრაზიან ინვესტ“ (ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა)

ცნობისთვის, “ოფშორული კომპანიები საქართველოში: ბიზნეს ინტერესები და კორუფციის რისკები” – ამ სათაურით აქვეყნებს გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია მორიგ ხმაურიან კვლევას, სადაც ვკითხულობთ, რომ საქართველოს სამეწარმეო რეესტრში 3,200-მდე კომპანიაა რეგისტრირებული, რომელთა მთლიანი ან გარკვეული წილის მფლობელი ოფშორში რეგისტრირებული კომპანიაა. 

ოფშორებში რეგისტრირებული კომპანიები ფლობენ „თბილისი ენერჯის“, „ბილაინს“, „აიდიეს ბორჯომს“, „ჭიათურმანგანუმ ჯორჯიას“, „რუსთავის ფოლადს“, „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგს“, „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალს“, „რუსთავის ავტობაზრობას“, „ფოთის მარცვლეულის ტერმინალს“, „სუფთა სახლს“ და სხვა 160-მდე მსხვილი და საშუალო ზომის საწარმოს.

კვლავაში ვკითხულობთ იმასაც, რომ 2011-2020 წლებში ოფშორული ტერიტორიების მქონე ქვეყნებიდან საქართველოში 5.2 მლრდ აშშ დოლარამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც ამ პერიოდის მთლიანი უცხოურო ინვესტიციების 38%-ია.

ოფშორი (Off Shore), რომელსაც „საგადასახადო სამოთხესაც“ უწოდებენ, არის ქვეყანა ან ქვეყნის კონკრეტული ტერიტორია, სადაც კომპანიები განსაკუთრებული შეღავათიანი პირობებით სარგებლობენ. ასეთი პირობები შეიძლება იყოს: დაბალი გადასახადები, კომპანიის მფლობელის კონფიდენციალურობა, ფინანსური ანგარიშგების მარტივი წესები, კომპანიის რეგისტრაციის და ოპერაციების განხორციელების სიმარტივე. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოფშორში კომპანიის რეგისტრაციისთვის არ არის აუცილებელი ამ ქვეყნის რეზიდენტი იყო, ან რეგისტრირებული ოფისი (ბიზნეს წარმომადგენლობა) გქონდეს, ამის გარეშეც შეძლებ ოფშორული ქვეყნის წესებით და გადასახადებით ისარგებლო. ოფშორებში რეგისტრირდებიან კომპანიები, რომლებიც გარკვეულ სამართლებრივ კონტროლს და გადასახადების ნაწილს გაურბიან.

ყველაზე მოთხოვნადი ოფშორული ქვეყნები და ტერიტორიებია: პანამა,  ბრიტანეთს ვირჯინიის კუნძულები, კვიპროსი, ბაჰამის კუნძულები, მალტა, კაიმანის კუნძულები, ბელიზი, ბარბადოსი, ლუქსემბურგი, ჯერსი, მენი, ჰონგ კონგი, მარშალის კუნძულები, მაკაუ და ლიბანი.

საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევა დეტალურად ნახეთ აქ 

თეგები: ბიძინა ივანიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

“ჩემი ოპერაციების 98% მთავრდება “ნაწლავის გამოტანის” გარეშე” – კოლორექტალური კიბოს მკურნალობის თანამედროვე მეთოდები საქართველოში
ახალი ამბები

“ჩემი ოპერაციების 98% მთავრდება “ნაწლავის გამოტანის” გარეშე” – კოლორექტალური კიბოს მკურნალობის თანამედროვე მეთოდები საქართველოში

14:37 05-27-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს

13:51 05-27-2026
„როგორ და რატომ უნდა დავიწყოთ აგრობიზნესი“ – თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება
ახალი ამბები

„როგორ და რატომ უნდა დავიწყოთ აგრობიზნესი“ – თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება

13:20 05-27-2026
MyCellfie-მ საუკეთესო მობილური აპლიკაციის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

MyCellfie-მ საუკეთესო მობილური აპლიკაციის ჯილდო მიიღო

11:30 05-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved