ქართული ოცნების ერთ–ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე:
„ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ის არის გუნდის ლიდერი, ის არის პოლიტიკაში. არსად არ ბრუნდება, ის უკვე პოლიტიკაშია. ის განმსაზღვრელ როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ქვეყანაში მშვიდობის დაცვაში, ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში. მე მისგან ვიცი, რომ მას აქვს სურვილი, ყველაფერი გაგრძელდე ისე, როგორც არის.
ბიძინა ივანიშვილი არის ჩართული პოლიტიკაში, როგორც ჩვენი გუნდის ლიდერი. მას აქვს გამოხატული საკუთარი ნება და ეს ნება ყველასთვის არის ცნობილი. პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერ-მინისტრად, თუმცა რის სურვილიც ჰქონდა, იმ სურვილის მიხედვით იმოქმედა და დღემდე მოქმედებს.
ის არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერი, რაც ნიშნავს იმას, რომ გუნდს ჰყავს ძლიერი ლიდერი და ქვეყანას ჰყავს ძლიერი ლიდერი, რომელიც უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას, მშვიდობას, ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის განვითარებას“











კომენტარები