ივანიშვილის მთავრობა გამოსავალს ეძებს და სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის დალაგებას ლობისტიკურ კომპანიებით შეეცდება – ფაქტს ხელისფლების ოპოზიციონრების შეფასებები უკვე მოჰყვა.
“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურის საჭოს წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით , ივანიშვილი დასავლეთში ჩრდილოვან მართველადაა შერაცხული:
“ბიძინა ივანიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ჩვენთან, შერაცხულია როგორც ქვეყნის ჩრდილოვანი მმართველი.
მას ძალიან მძიმე გადაწყვეტილებით, ქვეყანა და მისი დემოკრატია კვლავ უკან მიჰყავს. ახლა კი ლობისტური კომპანიებით ის წელწადში 2 მლნ – ზე მეტს იხდის, რაც ჩვენი მოქალაქეების საკუთრებაა”- ამბობს დეკანოიძე.
„ევროპული საქართველო მოძრაობა თავისუფლებისთვის’’ გენერალური მდივანი გიგი უგულავა კი აღნიშნავს, რომ ” ორღობის ხელმძღვანელი ჰყავს საქართველოს ხელისფლებას”.
„თუ პოლიტიკური ისტებლიშმენტი არ გიჭერს მხარს, მაშინ ტყუილად ფულის ყრა დიდი სისულელეა, ივანიშვილს, როგორც ცნობილ ქორვაჭარს ჰგონია რომ იქ ვინმესთან კარგ ურთიერთობას თუ დაალაგებს, აქ რასაც უნდა იმას იზამს. ივანიშვილი როგორც ფულის ტომარა მას ჰგონისა რომ ყველაფერი ფულით იყიდება, ყველაფერი ფულით იზომება, ივანიშვილი როგორც ‘’პლებეი’’ ჰგონია რომ იქ ადმინსტრაციაში ვისთანაც კარგი ურთიერთობა ექნება და ამერიკული ორპარტიული მხარდაჭერით ჰგონია უკუაგდოს მათი კრიტიკა და მხოლოდ თეთრ სახლთან დალაგებული ურთიერთობით მოიწონოს თავი. ასეთი ორღობის ხელმძღვანელი ჰყავს დღეს საქართველოს ხელისფლებას.’’ – აღნიშა უგულავამ.
კომენტარები