• რეკლამა
  • კონტაქტი
21:04, ორშაბათი, 22 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ივანიშვილს დავამარცხებთ მისივე მოედანზე” – ირაკლი კუპრაძე

ალია ავტორი - ალია
14:02 07-28-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
362

“ქართულმა ოცნებამ“ და რუსულმა რეჟიმმა გუშინ კიდევ ერთხელ გაიმასხარავა თავი,- ასე აფასებს კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე სოციოლოგიური ორგანიზაცია “გორბის“ ახალ კვლევებს, რომლის თანახმადაც, საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, “ოცნება“ კვლავ ლიდერობს.

კუპრაძე ორგანიზაციას ტყუილის და სიყალბის გავრცელებაში ადანაშაულებს და მიიჩნევს, რომ “ რუსული რეჟიმის და გამყალბებელი ორგანიზაცია „გორბის“ მიზანი მანიპულაცია მოახდინოს მოქალაქეების განწყობებზე და ასევე, დათესოს დაპირისპირება ოპოზიციურ ველზე“.

ოპოზიციონერი ლიდერი ამტკიცებს, რომ “ქართული ოცნების“ და ივანიშვილის დამარცხება, ნებსიმიერ არჩევნებში გარდაუვალია და ამის მაგალითად მათ მიერ ჩატარებული სიოციოლოგიური კვლევა მოაქვს.

“ქართულმა ოცნებამ“ და რუსულმა რეჟიმმა გუშინ კიდევ ერთხელ გაიმასხარავა თავი. ივანიშვილს, 13 წლის განმავლობაში, აქვს ერთი გამყალბებელი სოციოლოგიური ორგანიზაცია “გორბი“, რომელიც აქვეყნებს ტყუილს, სიყალბეს იმისთვის, რომ დათესოს დაპირისპირებები, მათ შორის ოპოზიციურ ველზე. მანიპულაცია მოახდინოს მოქალაქეების განწყობებზე, მხოლოდ ეს არის რუსული რეჟიმის და გამყალბებელი ორგანიზაცია „გორბის“ მიზანი.

გუშინ, ივანიშვილმა გამოაქვეყნა კიდევ ერთი ყალბი რიცხვები, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, მაშინ როცა, კალენდარულად და კონსტიტუციურად მოდის თვითმმართველობის არჩევნები. ივანიშვილი და რუსული რეჟიმი ემალება თვითმმართველობის არჩევნებზე მსჯელობას. ჩვენ არაერთხელ, სანდო ორგანიზაციების გავლით, ჩავატარეთ სოციოლოგიური კვლევები, და ვნახეთ, რომ რუსული რეჟიმი მარცხდება საპარლამენტო არჩევენბზეც და თვითმმართველობის არჩევნებზეც. ჩვენ ვნახეთ, რომ ივანიშვილს არ აქვს გამარჯვების შანსი დედაქალაქში და ეს ნაჩვენებია სულ ახლახან ჩატარებული სოციოლოგიური კვლევებით, ბოიკოტის პირობებშიც კი, ივანიშვილი თბილისში მარცხდება. სტატისტიკა, რომელიც ჩვენს მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ივანიშვილი არის დამარცხების წინაშე მდგომი, პოლიტიკურად გაბანკროტებული პარტია, რომლის ერთადერთი შანსია, გამოაქვენოს სიყალბე, მანიპულაცია მოახდინოს მოქალაქეების განწყობებზე და ამით შექმნას ხელოვნური დაპირისპირებები ოპოზიციურ ველზე. მოვუწოდებთ ოპოზიციურ, პროდასავლურ საზოგადოებას, სწორად გავიაზროთ ივანიშვილის რუსული სტრატეგია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და ვუპასუხოთ იქ, მტკივნეულად, სადაც ყველაე მეტად ეშინია მას. ეს არის ბრძოლა ყველა ველზე, მათ შორის თვითმმართველობის არჩევნებზე. დარწმუნებით ვიცით, რომ ახალი საპარლამენტი არჩვენების ჩანიშვნა გარადაუვალია, ამაზე მიუთითებს ყველა ის პროპაგანდისტული სტრატეგია, რომლითაც ივანიშვილი ხელმძღვანელობს. ჩვენ გვაქვს საკუთარი გუნდის და მათ შორის ჩვენი ოპოზიციური საზოგადოების იმედი. ჩვენ შევძლებთ ივანიშვილის დამარცხებას მისივე მოედანზე, – განაცხადა კუპრაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება სითი მოლში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება სითი მოლში

15:20 12-22-2025
თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved