• რეკლამა
  • კონტაქტი
01:24, ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ივანიშვილმა ვახტანგ გორგასალს სულში ჩააფურთხა! ამიტომ დუღს ის ენერგია, რაც დუღს და ეს ენერგია ივანიშვილს და ყველა რუსს წალეკავს”– ჩერგოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
14:00 05-17-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
293
ევროპული საქართველოს ერთ–ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი:
“სახლსა ჩუენსა ნუ შეურაცხ-ჰყოფთ, და სიყუარულსა ბერძენთასა ნუ დაუტეობთ.” – ეს არის ვახტანგ გორგასლის ანდერძი!
ის თვითნაბადი ენერგია, რაც საქართველოს ქუჩებში ამოიფრქვა, იმაზე გაცილებით ძლიერია, ვიდრე ევროკავშირში შესვლის სურვილი.
საქმე ისაა, რომ პროტესტის ყველაზე აქტიური ნაწილი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაბადებულია.
თავისუფლებაშია დაბადებული ეს ხალხი.
როდესაც ქართველი თავისუფალია, ის თავისთავად უბრუნდება თავის გენეტიკურ კოდს, რომელსაც ხან სპარსელები, ხან არაბები, ხან მონღოლები, ხან ოსმალები ახლა, ბოლო 300 წელია რუსები ანადგურებენ, ოღონდ ვერ ანადგურებენ.
ეს გენეტიკური კოდი სათავეს პირველი ქართველის დაბადებიდან იღებს და საქართველოს ევროპული ცივილიზაციის ნაწილად აქცევს.
ესაა ვახტანგ გორგასლის ანდერძი!
ბერძნები მაშინდელი ევროპაა.
ქართველი ხალხის ბრაზი გენეტიკურია და ჩვენი სახლის, ჩვენი სამშობლოს შეურაცხყოფამ გამოიწვია!
ივანიშვილმა ჩვენი სახლი შეურაცხყო და ევროპა მტრად გამოაცხადა!
ივანიშვილმა ვახტანგ გორგასალს სულში ჩააფურთხა!
ივანიშვილი ქართველების გენეტიკურ კოდს შეეხო.
ამიტომ დუღს ის ენერგია, რაც დუღს და ეს ენერგია ივანიშვილს და ყველა რუსს წალეკავს.
ამიტომ დაიჭირა ვახტანგ გორგასალმა ხელში საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა.
ამიტომ ჩამოხსნეს ის ქართული წარმომავლობის რუსებმა!
ანდერძი სრულად:
“ხოლო ვახტანგ შეიტყო სიკუდილი თავისა თჳსისა, და მოუწოდა კათალიკოსსა, და ცოლსა თჳსსა, და ძეთა და ყოველთა წარჩინებულთა, და თქუა:
მე ესე-რა წარვალ წინაშე ღმრთისა ჩემისა, და ვმადლობ სახელსა მისსა, რამეთუ არა დამაკლო გამორჩეულთა წმიდათა მისთა. აწ გამცნებ თქუენ, რათა მტკიცედ სარწმუნოებასა ზედა სდგეთ და ეძიებდეთ ქრისტესთჳს სიკუდილსა სახელსა მისსა ზედა, რათა წარუვალი დიდება მოიგოთ.
თქუენ, მკჳდრნო ქართლისანო, მოიჴსენენით კეთილნი ჩემნი, რამეთუ პირველად სახლისა ჩემისა მიერ მიიღეთ ნათელი საუკუნო, და მე ჴორციელებრითა დიდებითა გადიდენ თქუენ ნათესავთა ჩემთა. და სახლსა ჩუენსა ნუ შეურაცხ-ჰყოფთ, და სიყუარულსა ბერძენთასა ნუ დაუტეობთ.
ჯუანშერ ჯუანშერიანი, ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა”
May be an image of temple, monument and text

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს

13:46 07-14-2026
ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved