• რეკლამა
  • კონტაქტი
15:22, პარასკევი, 21 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ივანიშვილმა ქონება დააგირავა – დეტალები

ალია ავტორი - ალია
01:31 06-29-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
15,168

104294 კვ.მ. მიწის ფართობი მდინარე ჩოლოქის ნატანების შესართავთან, 75796 კვ.მ. ციცინათელას პარკის მომიჯნავედ, 48913 კვ.მ. შავი ზღვის პირას, 48913 კვადრატული მეტრი მიწა დაბა შეკვეთილში, 61000 კვ.მ სოფელ ბახვში, 27714 კვ.მ ლეკიანში, 13452 კვ.მ. ნატანებში, 20000 კვ.მ. ჭიანეთში, და 26003 კვ.მ. შეკვეთილის სანაპიროს პირველ ზოლში – ეს არ არის იმ ქონების ჩამონათვალი, რომლის დაგირავებაც, ტვ პირველის ცნობით, ბიძინა ივანიშვილმა 13 ივნისს დაიწყო და 17 ივნისს დაასრულა.

მედიის ინფორმაციით, 13-ვე დაგირავებული უძრავი ქონება მხოლოდ შავი ზღვის სანაპიროზე, შპს “აკვა ცენტრს ეკუთვნის” – აკვა ცენტრი, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული ოფშორული კომპანია – “ვენითი ოუვერსიზ ლიმითედის” საკუთრებაა. ამ კომპანიის მფლობელი კი ბიძინა ივანიშვილია.

ბიძინა ივანიშვილმა ქონება, რომელსაც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული მისი კომპანია ფლობდა, მისივე ბანკში დააგირავა და სანაცვლოდ სესხი აიღო.

გამოდის, რომ ბრიტანული კომპანიის აქტივები საკუთარ ბანკში დააგირავა და თუ სესხს არ გადაიხდის, ეს ქონება მაინც მისივე ოჯახს, მისივე ბანკში დარჩება.

მილიარდერმა არა მხოლოდ საკუთარი, არამედ საქველმოქმედო ფონდის კუთვნილი ქონებებიც დააგირავა. ივანიშვილმა დააგირავა ბაკურიანის მიწები და რეზიდენცია, წყნეთის სამკერვალო ფაბრიკა და მე-9 არხის ყოფილი შენობაც.

2 სასახლე ბაკურიანის ტყის პირას და ასევე 2 მიწის ნაკვეთი დიდველის სათხილამურო ტრასასთან, საქველმოქმედო ფონდის საკუთრებაა. ამ ქონებებზე ბიძინა ივანიშვილმა 2020 წელს გვითხრა, რომ ხალხს აჩუქა, ამ მიზნით გადასცა საქველმოქმედო ფონდს და თავისთვის არაფერი დაიტოვა. ახლა კი, იგივე ქონებები საკუთარი ოჯახის ბანკში, იპოთეკით დატვირთა. გატანილი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი ფონდისთვის ნაჩუქარი ქონება, ხელშეკრულების მიხედვით, გადადის ბანკის საკუთრებაში, რომელიც უტა ივანიშვილის საკუთრებაა.

ფონდმა მისცა უფლება მილიარდერ ივანიშვილს, ქველმოქმედებისთვის განკუთვნილი ორგანიზაციის კიდევ 2 ქონებაც, ბანკში დაეგირავებინა, დიდველის ტრასამდე მისასველი და ამ დრომდე აუთვისებელი  2 მიწის ნაკვეთიც, გზის ორივე მხარეს, ქართუ ბანკმა ჯამში 239 500 ამერიკულ დოლარად შეაფასა და შესაბამისი თანხა, შპს ინვესტ კაპიტალს ჩაურიცხა. ინვესტ კაპიტალის 100%-ის მფლობელი, ოლიგარქის დისშვილი კახა კობიაშვილია. კახა კობიაშვილის კომპანიამ ჯამში, საქველმოქმედო ფონდის ქონების დალომბარდების ხარჯზე, ქართუ ბანკიდან 6 012 400 დოლარი წამოიღო.

ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

ავერსის კლინიკის მიერ ორგანიზებული რადიოქირურგიული სიმპოზიუმი 2025
ახალი ამბები

ავერსის კლინიკის მიერ ორგანიზებული რადიოქირურგიული სიმპოზიუმი 2025

08:00 11-21-2025
თიბისის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში, ბიზნესგამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში, ბიზნესგამოფენა გაიმართება

15:16 11-20-2025
თიბისის და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის პარტნიორობით საჯარო ლექციების სერია „AI და …“ იწყება
ახალი ამბები

თიბისის და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის პარტნიორობით საჯარო ლექციების სერია „AI და …“ იწყება

14:57 11-20-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თათუზა ჯაზ კლუბი განსაკუთრებულ საღამოებს გთავაზობთ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თათუზა ჯაზ კლუბი განსაკუთრებულ საღამოებს გთავაზობთ

11:50 11-20-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved