• რეკლამა
  • კონტაქტი
10:52, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გატეხა სიტყვა, ამჯერად უკვე სააკაშვილთან, რაც მეტად გააჭინაურებს მის გამოშვებას, მით მეტად განმტკიცდება მითი, რომ მიშა ყოვლისშემძლე და ძლიერია” – ინტერვიუ

ალია ავტორი - ალია
21:11 10-26-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
78

გიორგი ჯავახაძე, ალია

მასალა სრულად – “ალიას” 18 ოქტომბრის ნომერში.

„ალიას“ წყარო, რომელიც ყოფილი ძალოვანია და გასაგებ მიზეზთა გამო, არ სურს ვინაობის დასახელება, შემდეგს უყვება:

“მოლაპარაკება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გრძელდება, ეს ფაქტია, მაგრამ, როგორც ჩანს, რაღაც საკითხებზე ვერ თანხმდებიან ბოლომდე, ან ვიღაც გამიზნულად წელავს შეთანხმების პროცესს.

მეუფე ნიკოლოზმა, რომელიც აცხადებდა, მჯერა სააკაშვილი მალე გამოვა და ქვეყანაში ახალი ერა და ეპოქა დაიწყებაო, მერე თქვა, მე არ ვიცი, სააკაშვილის ციხიდან გამოსვლა როგორ უნდა მოხდეს სამართლებრივი გზითო – პრინციპში, ამით, მეუფე ნიკოლოზმა ხელისუფლებას და საპატრიარქოში მის მოწინააღმდეგეებს უთხრა, თუ ხელისუფლება არაფერს იღონებს და მოლაპარაკებები, რომელშიც ჩამრთეთ, ხელოვნურად გაიწელება, მიშას გამოყვანის სახალხო, რევოლუციური სცენარიც არსებობსო!

ეპისკოპოსების ნაწილი ჩუმადაა და ამით კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს იმას, რომ შეიძლება ღიად არ უჭერენ მხარს სააკაშვილს, მაგრამ არც ივანიშვილის მხარეს იჭერენ ღიად – ეს უკვე პოზიცია. ყველამ იცის, რომ პატრიარქი არ არის რევოლუციონერი, ის ბოლომდე ეცდება, მოლაპარაკების გზით მოხდეს სააკაშვილის გამოსვლა, მით უფრო, საპატრიარქო თუ შუამავლი იქნება ამ მოლაპარაკებებში, სააკაშვილი კარგად დაუფასებს. მეუფე ნიკოლოზი არ და ვერ იმოქმედებს პატრიარქის ნების წინააღმდეგ – ამიტომ, მართალია, საპატრიარქო კი ამტკიცებს, რასაც აკეთებს და ამბობს, ეს მისი პირადი აზრიაო, მაგრამ ასეთი, პოლიტიკურად მიუღებელი პირადი აზრებისთვის ბევრი ეპისკოპოსი დასჯილა და რატომ მეუფე ნიკოლოზს არ იბარებს სინოდი სასაუბროდ მაშინ?

ახლა მოლაპარაკებები მიდის, რასაკვირველია, კოალიციაზე, ვინ რამდენი პროცენტით იქნება წარმოდგენილი ამ კოალიციაში. ახლა, ჩემი ინფორმაციით, იმაზე მიდის მოლაპარაკება, რა პროცენტით გააკონტროლებს მიშა ამ კოალიციას, „ოცნებას“ მიშას გარეშე აწყობს ეს კოალიცია, მაგრამ საქმე ისაა, რომ ოპოზიციასაც, მიშას გარეშე აწყობს კოალიცია „ოცნებასთან“. პრობლემა ისაა, რომ დასავლეთმა და ამერიკამ „ენმ“-ის მაკონტრელებელი სხვა პირი ვერავინ ნახა ისევ მიშას გარდა და პასუხისმგებელი პირი სჭირდება ოპოზიციის მხირდანაც. ერთი ისეთი ადამიანია ოპოზიციიდან ჩართული მოლაპარაკებებში, რომელიც თბილისსა წააგებინებს ოპოზიციას თუ დასჭირდა, მიშასაც გასწირავს და ყველას ფულის და პირადი კეთილდღეობის სანაცვლოდ – სხვათა შორის, ამ ადამიანის გაძევება ოპოზიციური გუნდიდან რამდენჯერმე სცადა თავად მიშამაც კი, მაგრამ უკრაინიდან ეს არ გამოუვიდა და ახლა, ეს ადამიანი ციხეში მყოფს თუ არ უღალატებს, იქნებ, აპატიოს კიდეც, ძველი ცოდვები.

ერთი მნიშვნელოვანი ფაქტია კიდევ, ყველა პატიმარს აქვს კვირაში 45 წუთი ზარის უფლება და სააკაშვილისთვის 45 წამიც არ გამოიძებნა? რა გახდა მისი ერთი ღია ზარი?  ნუ იქნება პოლიტიკური, მაგრამ აჩვენონ ხალხს, რომ შეუძლია საუბარი და მართლა იმას ფიქრობს, რასაც მის წერილებში გვიკითხავენ.

თავისი სიტყვა მოლაპარაკებებში არ აქვს ჯერ ნათქვამი ივანიშვილს, მის გარეშე კი მოლაპარაკებები არ და ვერ დასრულდება. მის გარეშე ვერც იმას გაარკვევენ, რამდენ ბარტს გადაუგდებს ბუდიდან ოპოზიციას ივანიშვილი. სავარაუდოდ, ივანიშვილი ელოდება მიხეილ სააკაშვილის და „ენმ“-ის მეტად დასუსტებას, რადგან ახლა ისე ჩანს, რომ ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გატეხა სიტყვა, ამჯერად უკვე სააკაშვილთან, მოიქცია ხელში, წელავს მოლაპარაკებებს, რათა მეტად დაასუსტოს და მეტად დაათმობინოს პოზიცია. ფაქტია ისიც, რომ სააკაშვილი თავისით, გარანტიების გარეშე ვერ/არ ჩამოვიდოდა ქვეყანაში. ისიც ფაქტია, რომ ივანიშვილი მას იქ ვერ და არ მოკლავს, ამიტომ, მხოლოდ ორი გზაა, მართლაც გაატანოს უკრაინას და მეორე – შედგეს მოლაპარაკება და გამოუშვას. რაც მეტად გააჭინაურებს მის გამოშვებას, მით მეტად განმტკიცდება მითი, რომ მიშა ყოვლისშემძლე და ძლიერია.“

თეგები: ბიძინა ივანიშვილიმიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved