• რეკლამა
  • კონტაქტი
03:03, პარასკევი, 14 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ივანიშვილმა გადაწყვიტა აქ მოგვიწყოს ციმბირი აცივებასთან ერთად. თითქმის ერთი კვირაა რუსთავის ციხეში გათიშულია გათბობა – სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
10:26 12-31-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
157

რუსთავის ცემენტის ქარხნის გვერდით საპყრობილეში გადმოყვანის შემდეგ, სხეულზე გამონაყარი და კიდურების შეშუპება გამიჩნდა, თითქმის მთლიანად გამცვივდა თმები, გამიჩნდა ასევე სუნთქვის პრობლემები – მოვითხოვე მომწამლავ ნივთიერებებზე ანალიზის აღება, მაგრამ ციხის ექიმებმა განმიმარტეს, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილებას ისინი კი არა, „სამართალდამცავი“ ორგანოები იღებენ და უარით გამომისტუმრეს,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, თითქმის ერთი კვირაა რუსთავის ციხეში გათიშულია გათბობა.

„პუტინი რუსეთის ოპოზიციის დაპატიმრებულ ლიდერებს, როგორც წესი ჩრდილოეთის და ციმბირში განსაკუთრებით ცივ რეგიონებში გამოკეტავს ხოლმე, სადაც მათგან ყველაზე გამორჩეულთ, წამლავენ კიდეც.

ივანიშვილმა გადაწყვიტა აქ მოგვიწყოს ციმბირი აცივებასთან ერთად. თითქმის ერთი კვირაა რუსთავის ციხეში გათიშულია გათბობა (ბადრაგებს ელექტროღუმელები უდგათ თავისთან), მაგრამ ეს სტატუსი ამაზე არაა.

აქ, რუსთავის ცემენტის ქარხნის გვერდით საპყრობილეში გადმოყვანის შემდეგ, მე სხეულზე გამონაყარი და კიდურების შეშუპება გამიჩნდა რამდენიმე დღეში. თითქმის მთლიანად გამცვივდა თმები, გამიჩნდა ასევე სუნთქვის პრობლემები.

მოვითხოვე მომწამლავ ნივთიერებებზე ანალიზის აღება, მაგრამ ციხის ექიმებმა განმიმარტეს, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილებას ისინი კი არა “სამართალდამცავი” ორგანოები იღებენ და უარით გამომისტუმრეს, თუმცა ეს სტატუსი ამაზეც არაა.

ეს სტატუსი ეხება რუსთავის და კასპის მოსახლეობის უმეტესობას, რომელთაც მრავალი წელია თავზე ეყრებათ ეს მომწამლავი მტვერი და რომელიც ძირითადად ხმას არ იღებს ბავშვებში ონკოლოგიის მკვეთრ მომატებაზე, დანარჩენი ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანების ფართო სპექტრზე, ასევე იმაზე, რომ რუსთავშიც და კასპშიც სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 7-8 წლით ჩამორჩება კახეთს და დასავლეთ საქართველოს.

ვიცი, რომ აქტივისტები იბრძვიან, მაგრამ მინდა ვკითხო დანარჩენ ქართულ საზოგადოებას – იმიტომ ხომ არ ხართ ჩუმად, რომ ამ ქარხნების მფლობელი ივანიშვილია, სწორედ ის არ აყენებს გამწმენდ ფილტრს, რომელიც აუცილებელია თქვენი სიცოცხლის გადასარჩენად, სწორედ ის ამუშავებს ქარხანას ღამ-ღამობით, რათა თქვენ დღისით არ დაინახოთ მომწამლავი მუქი კვამლი.

სწორედ ის გართმევთ რუსთაველებს ახლა კრწანისის ეკო ზონას, არაბული ქალაქისთვის, რომელიც ტრადიციულად რუსთავის ფილტვები იყო.

ეს ყველაფერი ყველა „ქოცის“ პასუხისმგებლობაა და მათ მინდა ვკითხო, გსიამოვნებთ საახალწლო სუფრაზე რუსთაველების და კასპელების შემწვარი დამჭკნარი ფილტვებისგან დამზადებული კერძების დაგემოვნება?

და ემანდ სტაფილოს წვენში და საახალწლო შამპანურში რუსთაველი და კასპელი კიბოთი დაავადებული ბავშვების ჩამოცვენილი თმები არ შეგეპაროთ და არ გადაგცდეთ“, – წერს სააკაშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved